ორბელიანი თამაზ მამუკას ძე
- თამაზ მამუკას ძე
- ორბელიანი
- თომა ორბელიანი
- 1768 - 1815
-
თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი დეიდა – გიორგი ერისთავის მეორე ასული ანა – იყო ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე. იმერეთის დედოფალი ანა მათეს (მამუკას) ასული თამაზის დაა.
ერეკლეს II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობაში ეშიკაღაბაში თამაზ ორბელიანი იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო – 1801 წლის დასაწყისში.
1801 წელს თავის ბიძა (დეიდის ქმარი) ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად გადაიხიზნა იმერეთს, საიდანაც ალექსანდრე ბატონიშვილს ეფიცება–ოღონდ გადმოდი ქართლ–კახეთში და მერე მე ვიციო.
როცა ფარნაოზ და იულონი იმერეთს გადაიხვეწნენ, მაშინ მათ და მათ მხლებლებზე გამოითქვა ლექსი:
„ლომნი კატურად გარბიან ერთითა შეძახილითა
ამილახვარი მოჰყავდათ ერთითა შეძახილითა,
იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა“.
1801 წლის ბოლოდან, როცა იგებს, რომ ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა, თამაზ ობელიანი პოზიციას იცვლის. 1802 წელს ის „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინშია. ეს ჩინი შემდეგში ბრიგადირის სამხედრო ჩინად იქნა გადარქმეული. ეს ჩინი V კლასისა იყო, გენერალსა და პოლკოვნიკს შორის.
1803 წ. იანვარში ის გაგზავნეს ერევნის ხანთან მოსალაპარაკებლად დანიელის გაპატრიარქების შესახებ. როგორც დემურჩი–ასალუს მოურავს მას 1803 წ. დაავალეს ასი ცხენოსნის გამოყვანა. 1804 წ. ოქტომბერში ის სდევს მთიულეთის აჯანყების შემდეგ სპარსეთისაკენ ლტოლვილ ბიძას ფარნაოზს, დაიჭერს მას და თბილისში მოიყვანს. შემდეგ იღებს გენერალ–მაიორის ჩინს. ის იყო დემურჩი–ასალუს მოურავი. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზის ბებია (მამის დედა).
1812 წლიდან არის თავადაზნაურობის საგუბერნიო მარშალი. 1813 წელს სხვა თავადებთან ერთად გაჰყვება რტიშჩევს გულისტანის ზავის დასადებად სპარსეთთან.
გარდაიცვალა 1815 წ. 12 ივლისს. დასაფლავებულია სიონში. ჰქონდა ქვა წარწერით: „გენ–მაიორი და კავალერი თამაზ ჯამბაკურ ორბელიანი, მამუკას ძე გარდაიცვალა 12 ივლისს, 1815, 47 წლისა.“ ქვა დაადეს მეუღლემ – ქეთევანმა დავით ქობულოვის ასულმა და ძეთა და ასულთა.
თამაზის სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს ქეთევან დავითის ასულს დაენიშნა პენსია წელიწადში 2 ათასი მან. ასიგნაციებით.
თამაზ ორბელიანს რუსულ საბუთებში თომას ეძახიან. ამიტომ მისი შვილები იხსენიებიან თომას ძეებად. სოფ. ვაშლოვანს, თეთრი წყაროს ახლოს, 1811 წელს თამაზ ორბელიანს აუგია კოშკი. კოშკს აქვს წარწერა:
„კოშკში ავაგე სალხინოდ მე თამაზ ორბელიანმა,
თანამეცხედრე ქეთევან...
ძეთა დიმიტრი, მაკარი, ივანემ კეთილ-გზიანმა“.
ამ წარწერით თამაზს ჰყოლია სამი ვაჟი: 1. დიმიტრი, 2. მაკარი – იგივე მამუკა 3. ივანე. თამაზს ჰყავდა ქალებიც. 1. ნინა – იოანე ერისთავის მეუღლე, გარდაიცვალა 20 წლისა 1827 წ. დასაფლავებულია იკორთაში. 2. ანნა – ლუარსაბ ივანეს ძე ორბელიანის ცოლი.
თამაზის ქვრივს ქეთევანს შეუმკია სახარება, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „შევამკე სახარება ესე ღენერალ–მაიორის ჯამბაკურ–ორბელიანის თამაზის მეუღლემან ქობულოვის დავითის ასულმან კნეინა ქეთევან... ჩყმბ წელსა, თებერვლის დ(4) დღესა“.
- თავადი (ქართლი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების -
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პელაგია ქაიხოსროს ას.
- გვარი
- გურიელი
-
პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გრიგოლის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1826 - 1880
-
იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.
სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად. ...
- ფოტო
-
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,
ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, ...
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- გვარი
- ადლერბერგი
-
ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (1818-1888) - ნიკო დადიან-მინგრელსკის სიმამრი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის მონარქს. იყო ...
გურიელი გრიგოლ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ დავითის ძე
- გვარი
- გურიელი
-
გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.
1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...
ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ირაკლის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
- სხვა სახელი, გვარი
- იური ხერხეულიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1933 - 2020
-
გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933 ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის ...
- ფოტო
-
გიორგი ხერხეულიძე