ყარაშვილი

დეტალურად

ყარაშვილები – აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე თეიმურაზთან, ალექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მაგრამ ეს საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღამაჰმადხანის შემოსევისას. ყარაშვილებმა წარადგინეს დარეჯან დედოფლის მოწმობა და მათ დაუმტკიცეს აზნაურობა, ყარაშვილების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

ლევან ბერაია