50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ბრძანებით ბარათას აზნაურიშვილს ბლორძელს მამუკასა და მათ ძმათა სასამართლოდ და გარის პარუნ სარქისაშვილების საქმეზედ დაუსხედით ღმერთის შიშს ქუეშე, სარჩელი და საჩივარი ორთავესი გავიგონეთ...“

ლევან ბერაია

 




გურიელი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...


ჩიქოვანი

ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.

 XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...


ჟორდანია

აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია


ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...


ბარათაშვილი

ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...


დადეშქელიანი

დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...


ხერხეულიძე

ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...


ქავთარაძე

ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...


ბებუთაშვილი

XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...


გვერდწითელი

აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...


ბეჟანიშვილი

ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში.

 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია ...


ბახუტაშვილი

„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ...