ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, იგი თაფლითაც ვაჭრობდა, მაგრამ მისი ძე კაცია ლევან III დადიანის დროს ფრიად განდიდდა. პირველად პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურდა მისი ძმა ევდემოსი. რომელმაც მიიღო ჭყონდიდელობა. ძმის დახმარებით ჩქარა კაციაც გაძლიერდა. იგი გახდა ლეჩხუმის მებატონე და იმერეთის მეფის ბაგრატ IV–ის ვეზირი. ჭყონდიდელი ევდემოსის რჩევით კაცია უახლოვდება ლევან III დადიანს, რომელმაც მას უბოძა სალიპარტიანო და თავისი ვეზირობაც. ლევან III დადიანის დროს არეულობამ და შფოთმა მიიღო მწვავე ხასიათი, კაცია ამ გარემოებით სარგებლობდა, ამოხოცა წარჩინებულები და თვითონ შეიქმნა ოდიშის ფაქტიური მმართველი. 1681 წელს ლევან III გარდაიცვალა. მისი ერთადერთი მემკვიდრე მანუჩარი მძევლად ჰყავდა გურიის მთავარს გიორგის, გიორგი გურიელმა თავად განიზრახა ოდიშის დაპყრობა და ამ მიზნით მოაკვლევინა მანუჩარი, მაგრამ ოდიშელებმა გაამაგრეს ციხეები და არ შეუშვეს გურიელი ოდიშში. ამრიგად, ოდიში იყო უპატრონოდ დარჩენილი „და კაცია ჩიქვანი იყო თავი და გამგე მათი“. კაციას შემდეგ მისმა შვილმა გიორგიმ დაიჭირა სალიპარტიანო და იგი მართავდა მთელ სადადიანოს. მაგრამ გიორგის მალე აუმხედრდნენ მისი შვილები, უფროსმა ბეჟან ჩიქოვანმა იმერეთის მეფეს გიორგი VI–ს სთხოვა დადიანობა და შეაძლია მას 4000 მარჩილი. მეფემ გაილაშქრა ოდიშზე და გააბატონა ბეჟანი. რომელმაც მიიღო დადიანის „წოდება“ 1715 წელს. ამგვარად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები კაცია და გიორგი ჩიქოვანები იყვნენ.
ჩიქოვანებს დადიანის კარზე ფრიად საპატიო თანამდებობები ეკავათ და თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ სამთავროს მართვა–გამგეობაში. 1788 წელს კაცია გარდაიცვალა, ოდიშელებმა მთავრად მისი ძე 18 წლის გრიგოლი დასვეს. როგორც ჩანს ეს კანდიდატურა არ მოეწონა იმერეთის მეფეს დავითს, მან განიზრახა ოდიშის დაპყრობა,. ვინაიდან ტახტზე მცირეწლოვანი იჯდა და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. ამ მიზნით მან შეკრიბა იმერთა ჯარი და კაციას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე ოდიში დალაშქრა. გრიგოლმა თავს ლეჩხუმში გაქცევით უშველა. მეფემ მთავრად გრიგოლის უმცროსი ძმა მანუჩარი დასვა. ამით ოდიშის თავად–აზნაურობა ორ სამტრო ბანაკად გაიყო: ერთნი მანუჩარს ემხრობოდნენ, მეორენი გრიგოლს. გრიგოლის მხარეზე იყვნენ ლეჩხუმის მთავარსარდალი ქაიხოსრო გელოვანი და ოდიშის სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი.
ლევან V–ის მთავრობის დროს ოდიშს მართავდა ოთხი წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: ნიკო დადიანი, ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი.
ლეჩხუმელი ჩიქოვანების მეშვეობით დადიანი მართავდა აგრეთვე სვანეთის იმ ნაწილს, რომელიც ლეჩხუმს ესაზღვრებოდა და ამ მხარის მოურავებად ინიშნებოდნენ.
ასე, რომ ყველა – ოდიშის სამთავროს – თითქმის ყველა მაღალი სახელო ჩიქოვანების ხელში იყო. ისინი ფლობდნენ სახლთუხუცესის, ბოქაულთუხუცესის, მსაჯულთუხუცესის, სარდალ და მოურავის თანამდებობებს.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ჩიქვანთა სათავადოც ადმინისტრაციულად გაუქმდა.
ჩიქოვანების აზნაურები იყვნენ გაბუჩიები და საჯაიები.
ლევან ბერაია
-
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...
ამაშუკელი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.
ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...
ჭილაძე
-
ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ...
აგიაშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში ...
იოსელიანი
-
იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ...
გველესიანი
-
გველესიანი - სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო ...
ასათიანი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი ...
გურიელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...
ჯაყელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...
-