აბაშიძე
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს–ის მიწურულსასა და XVIII ს–ის პირველ ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა 78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია–მონასტერს. 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი–მალაქია 1701–07 წწ. იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 წ. ერეკლე II–მ თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ. იმერელი აბაშიძეების განაყოფათ მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XVIII ს. პირველ ნახევარში იმერელი აზნაურები აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გამაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ–ბეგობა მიიღეს.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: გიორგი მალაქია, იგივე გიორგი V XVII–XVIII სს. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. პირველად იხსენიება 1658–76 წწ. „საფიცრის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით 1684 წ. საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმეგობრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო ჩხეიძეთა ციხე ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე 1701–07 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დაამყარა და ოსმალეთსაც შეუწყვიტა ხარკის მიცემა. გიორგი–მალაქია კულტურულ სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფარით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. 1700 წ. მისივე სახსრით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ გიორგი–მალაქიას გაძლიერება, მიემხნენ ოსმალთა მიერ გამეფებულ გიორგი VI–ს და გიორგი–მალაქიას საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. 1711 წ. გიორგი–მალაქია ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI–ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა–პაპათა საგვარეულო მონასტერში.
აბაშიძე ვახუშტი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. პირველ ნახევარში, ვახტანგ VI–ის პოლიტიკური მიმდევარი. 1711 წ. იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვა). ამასთან ვახუშტის მამულიც (იმერეთის სოფ. ვახანი ციხით, მიმდგომი ადგილებით და ყმებით) ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთი საზღვრების დასაცავად. 1717 წ. ვახტანგ VI–მ ვახუშტი აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი. XVIII ს. 40–იან წლებში ვახუშტი სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ-შაჰის წინააღმდეგ.
იოვანე აბაშიძე – ბორჩალოს მოურავი და ქართლ–კახეთის სამეფოს ქეშიკბაში 1769–99 წწ.–ში, ერეკლე II–ის მეუღლის ანა დედოფლის ძმა, იოვანე აბაშიძე ერეკლე II–ის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, როგორც კახეთის მკვიდრს „კახთ აბაშიძეს“ უწოდებდნენ, ასევე იხსენიებს მას ნ. ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა“.
ლევან აბაშიძე – გიორგი–მალაქიას ძე. XVIII ს. პირველი ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის მეუღლე და სოლომონ I–ის დედა. მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახლადგამეფებულ სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა, შეთქმულები დასაჯა, ლევან აბაშიძეს (ბაბუამისს) კაცხის ციხე წაართვა. ლევან აბაშიძე დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.
იმერელ აბაშიძეთა აზნაურები იყვნენ: ორჯონიკიძეები, ყიფიანები, მაჭავარიანები, წერეთლები, კიკნაძეები, ასათიანები (ქვიტირის), აბესაძეები.
-
ენიკოლოფაშვილი
-
ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.
სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...
ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ...
ნათიშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგან შემოკლებული „კავშირი“ პროკლეს მიერ ...
აბულაძე
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...
კარგარეთელი
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...
გოშაძე
-
გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ ...
ჯაიანი
-
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...
კალატოზიშვილი
-
აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად ...
მუსხელიშვილი
-
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...
ცხინვალის მოსახლეობა მე-19 საუკუნეში
-
ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების და დგვრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით.
- ა -
1. აბულაძე (აზნაური)
2. ავალიანი (აზნაური)
3. ავალიშვილი
4. ამილახვარი (თავადი)
5. აღასიაშვილი
- ბ -
1. ბაბუციძე
2. ბარათაშვილი
3. ბედიანიძე
4. ...
ჭილაშვილი
-
ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან ...
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
-