კალატოზიშვილი

დეტალურად

აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად და სწერიან ესენიცა ტრაკტატსა შინა.

 1764 წელს ერთ–ერთ არზაში მოხსენიებული გიორგი კალატოზიშვილი წყალობას ითხოვს ერეკლე II–ისგან რათა დაუბრუნონ მას მისი ყმები.

 კალატოზიშვილი დავითი. აზნაური. კახეთის 1812 წ. აჯანყების მონაწილე.

 კალატოზიშვილი იოსები. აზნაური. ქარხნის მუშრიბი. ეს თანამდებობა მისცა მას გიორგი მეცამეტემ.