ჭილაშვილი
-
ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან მოსულს ცხენის მებაჟეობა“.
სერგეი გაბრიელის ძე ჭილაშვილი (1803–1864) გენერალ–მაიორი, შემახის სამხედრო გუბერნატორი.
იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790–1838) – სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820–1830–იან წლების საქართველოს პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურიდიული განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის, 1821 წლიდან იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი და სხვა), 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას, იგი თაივს დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ მეტყველებს ავტორის ღრმა იურიდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე ი. ჭილაშვილს ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული თხზულებები... იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762–1818) – ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი, მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და იმის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, გ. ჭილაშვილს რუსთა წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა, გ. ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ.
გაბრიელ ჭილაშვილი მამაა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების.
-
აფაქიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.
დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
ბერაია
-
თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია
გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.
მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
ხერხეულიძე
-
ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...
აბაზაძე
-
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...
ლიონიძე
-
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...
ბაქრაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...
ასათიანი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი ...
გოშაძე
-
გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ ...
ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
-