50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ და საკუთარნი.

 ამრიგად, ენაკოლოფაშვილთა წინაპრები ყარაბახელი სომხები ყოფილან, რომლებიც საქართველოში დამკვიდრებულან და მეფის კარზე დაწინაურებულან აღმოსავლური ენების სრულყოფილად ფლობის წყალობით. ამავე მიზეზით შეურქმევიათ მათთვის ენაკოლოფა, რომელიც აზნაურის წოდების მიღების შემდეგ მათ ოფიციალურ გვარად ქცეულა (ენაკოლოფაშვილის ფორმით). ეს გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80–იანი წლებიდან ჩანს: ბეჟან ენაკოლოფაშვილი მოხსენიებულია 1688–1693 წწ. საბუთებში. ის იყო ნაზარალიხანის მდივანმწიგნობარი, დამწერი მისი რამდენიმე საბუთისა, სამეფო კარის მდწივანმწიგნობარი იყო აგრეთვე ფარემუზ ენაკოლოფაშვილი, რომლის მიერ შედგენილი საბუთები 1696–1699 წწ. თარიღდება (პალ. II, 133, 134). განსაკუთრებით დაწინაურებულან ენაკოლოფაშვილები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აზნაური მირზა აფრიამ ენაკოლოფაშვილი 1803 წ. ციციანოვისადმი მირთმეულ „მოხსენიებაში“ ჩამოთვლის იმ პატივს, რაც მას მეფეთაგან ჰქონდა: „პირველ მქონდა მირზობა მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა, – წერს ის, და რუსუმი მქონდა მირზობისა ყაზახიდამ პური იბ ხარვალი, რომელ მეფე გიორგიმ ყაზახის მახთიდამ ას თეთრად გამიწესა“. ამას გარდა ის ყოფილა არახლოს ელის მოურავი და ღებულობდა ჯამაგირს შამშადალიდან, ჰქონდა ლაშქარნივისის სამოხელეო სარგო (მასალ. საქ და კავკ. ისტ. 1949 ნაკ. I. 26, გვ. 44), მირზას წოდება ნიშნავდა მეფის კარზე საქმის წარმოებას სხვადასხვა უცხო ენაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის საბუთებით ენაკოლოფაშვილები მეფეებისაგან ხშირად იღებენ ყმა–მამულის წყალობის წიგნებს. 1782 წ. მეფე ერეკლემ მათ უბოძა „ამოვარდნილი“ ე.ი. უმემკვიდრეოდ გადაგებული სახასო აზნაურის შალიკაშვილის მამული ქვემო ქართლში. თვითონ ენაკოლოფაშვილებიც იძენდნენ ყმებს უმამულოდ. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

 აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ენაკოლოფაშვილები ტყვედ მოხვედრილან ირანში, მაგრამ მალე დაწინაურებულან და იქაც მაღალი თანამდებობები მიუღიათ. მათ შორის განსაკუთრებით დაწინაურდა მანუჩარ–ხანი, რომელიც ჯერ სამეფო ჰარამხანას განაგებდა, შემდეგ იყო ეშიფ–აღასობაში (ცერემონ–მაისტერი), მეფის კარის დაცვის ხელმძღვანელი, ისპაჰანის მმართველი, ბოლოს კი ლურისტანის და ხუზისტანის გამგებელი. გარდაიცვალა 1846 წელს, დაკრძალულია ყუმში (ალ, გვახარია, ერთი ფურცელი ქართულ–სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან: „ახლოაღმოსავლური კრებული“, თბ. 1983 გვ. 198–201). მანუჩარ–ხანის ძმა იბრაჰიმი (იგივე აბრაჰამი) გარკვეულ როლს ასრულებდა კავკასიისა და თეირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში, ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი წარმომადგენელი რაფიელ–ხან ენაკოლოფიანი გაუცვნია ცნობილ ქართველ მოღვაწეს ლადო აღნიაშვილს ირანში ყოფნის დროს XIX საუკუნის ბოლოს, პაპაჩემს სომხური ერთი სიტყვაც არ სცოდნია და აქ გავსომხებულვართო, – უთქვამს მას ლადო აღნიაშვილისათვის (ლადო აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, გვ. 54).

 ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი უკანასკნელი შთამომავალთაგანი ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფაოვი იყო სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი საინტერესო გამოკვლევისა ქართულ–რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ამ გვარის მხოლოდ ორი მოქალაქე.

ლევან ბერაია




ჯორჯაძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...


რატიშვილი

რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...


შანშიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მძევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და ...


თავადური გვარები

საქართველოს თავადთა გვარები, რომელთა შთამომავლებმაც მოაღწიეს XIX-XXI საუკუნეებში.

 

  1. აბამელიქი (აბამელიქიშვილი). თავადობა მიანიჭა ერეკლე მეორემ. პერსონები
  2. აბაშიძე (თავადი [ზემო იმერეთში, ქართლში, კახეთში, სამეგრელოში].  იქვე და გურიაში აზნაურები). პერსონები.
  3. ავალიშვილი (თავადი ქართლსა და

ბროძელი

აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...


არაგვის-ერისთავი

პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს და ...


ჩინჩალაძე

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...


ვეზირიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...


ლიონიძე

კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.

 ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...


ბერაია

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...


წულუკიძე

წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...


ჯაყელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...