ჩინჩალაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ.
1727–1736 წწ. ამ გვარის წარმომადგენლები იასე ჩინჩალაძე იყო ბოქაულთუხუცესი. იყვნენ საციციანოს აზნაურები. 1747–1749 წწ. პაატა და დავით ციციშვილებმა ძამის ხეობაში აზნაურიშვილები ამოსწყვიტეს და იმ დავთარში მოხსენიებულია აზნაურიშვილი ჩინჩალაძე ერთი კომლი და აზნაურისშვილი ჩინჩალაძე სული ოთხი. გიორგი ჩინჩალაძე მოიხსენიება 1737–1757 წწ. საარქივო მასალებში.
1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩინჩალაძემ. 36 წლის წვრილი მესაკუთრე ყოფილი მასწავლებელი, სოციალ–დემოკრატი 1917 წლიდან. მონაწილეობა მიიღო იარაღით ხელში. მიხეილ ომიანის ძე ჩინჩალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქუთაისში კონსტანტინე მკურნალის მიერ დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგი.
ლევან ბერაია
-
სულხანიშვილი
-
სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.
სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.
ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...
გვერდწითელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...
მუსხელიშვილი
-
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...
ლორთქიფანიძე
-
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
ჩოლოყაშვილი
-
ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...
ჭიჭინაძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, იმერეთის და სამეგრელოს და აგრეთვე ტახტის აზნაურები.
ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან ...
გეგიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...
ქართული ფეოდალური იერარქია
-
ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)
ბაქრაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...
-