ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე
- ალექსანდრე ზაქარიას ძე
- ჭავჭავაძე
- 1870 - 1930
-
ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე დაიბადა, 4 ივლისს 1870 წელს წინანდალში.
1896 წელს ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატრიცის ფრეილინაზე, მისი უმაღლესობის მეფის კარის შტაბმეისტერის ქალიშვილზე მარია პავლეს-ასულ როძიენკოზე. მარია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის როძიენკოს ძმის შვილი იყო. მარიასგან შეეძინა ვაჟები: პავლე, იური და ქალიშვილი მარინა. განქორწინების შემდეგ 1915 წ. მარია როძიენკო მეორედ გათხოვდა თავად ტრუბეცკიზე. რევოლუციის შემდგეგ მარია როძიენკო თავის შვილებთან ერთად ლონდონში წავიდა ემიგრაციაში.
1905 წლიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე კავკასიის მეფისნაცვლის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ადიუტანტია.
1914 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა ჩერქეზთა პოლკის მეთაურად (ველური დივიზია). მან სამხედრო განათლება მიიღო, თბილისის კადეტთა კორპუსში და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. I მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო პოდპოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კარპატებში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. დროებითი მთავრობის დროს გენერალ-მაიორი გახდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1917-1921) მსახურობდა ქართულ არმიაში. გასაბჭოების შემდეგ გავიდა თადარიგში.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ 1922 წ. იქორწინა მეორედ ოლგა გიორგის-ასულ სუხომლინზე და ცხოვრობდა თბილისში.
1930 წელს კონტრრევოლიციური მოღვაწეობის ბრალდებით დახვრიტეს.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი:
ალექსანდრეს უფროსი ვაჟი პავლე ჭავჭავაძე (1899-1970) იყო მწერალი და პუბლიცისტი, ცხოვრობდა ამერიკაში. პავლე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის მეფეთა დინასტიის რომანოვების შთამომავალზე ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, „მიხაილოვს“ რომ ეძახიან.
პავლე ჭავჭავაძეს ჰქონდა თარგმნილი ინგლისურ ენაზე სვეტლანა ალილუევას წიგნი „მხოლოდ ერთი წელიწადი“. მისი რომანი „საოჯახო ალბომი“ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ეხება მის ცხოვრებას
წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მთები ალაშისა“, სადაც აღწერილია ლეკების მიერ დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრების გატაცება.
1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ვიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუიორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოიცა მისი წიგნი – „რამეთ იდგა შავბნელი ღამე“. ამ რომანის ერთი ნაწილი, რომელიც ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტის შესახებ მოგვითხრობს, დაიბეჭდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“. უნდა აღინიშნოს, რომ პავლე ჭავჭავაძის წიგნები სამწუხაროდ არცერთი ქართულად ნათარგმნი არ არის.
ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი იური (გიორგი) ცნობილი პიანისტი იყო და ცხოვრობდა საფრანგეთში.
ქალიშვილი მარინა (მიმი) ლონდონში ცხოვრობდა, წერდა წიგნებს.
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, პავლე ჭავჭავაძის ვაჟი დავითი იყო მწერალი პუბლიცისტი და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში (გარდაიცვალა 2014 წელს).
დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსა) ჭავჭავაძე ამერიკაში დაარსებული „საქართველოს მეგობართა“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.
ირაკლი კალანდია
- თავადი
-
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე -
ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გულბაათ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...
- ფოტო
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1804-1857
-
XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.
იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და ...
ავალიშვილი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875 - 1937
-
კავალერისტი, ცხენოსანი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე ავალიშვილი დაიბადა 1875 წელს. 1909 წლიდან იყო V ალექსანდრიელ შავ გუსართა პოლკის ობერ-ოფიცერი.
კონსტანტინე ავალიშვილმა 1912 წელს ლივერპულში ...
- ფოტო
-
ფოტოზე კონსტანტინე ავალიშვილი
ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მალხაზ თეიმურაზის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...
- ფოტო
-
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ იოსების ას.
- გვარი
- მამაცაშვილი
-
მარიამ იოსების ას. მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა - იოსებ მამაცაშვილის შვილი, თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ჯავახიშვილის მეუღლე. იოსებ მამაცაშვილის წრის წევრებმა სოფელ ხოვლეში კერძო ქართული სკოლა ...
ონიკაშვილი ნიკოლოზ
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ (კიკოლა)
- გვარი
- ონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- კიკოლა ონიკოვი; კიკოლა დიაკვანი
-
ნიკოლოზ ონიკოვი - ონიკაშვილი. უწოდებდნენ სახელად კიკოლა დიაკვანს. გიორგი XII-ის მწერალი. იყო მოსკოვს გიორგი XII-საგან გაგზავნილ დეპუტაციის შეშადგენლობაში. დაესწრო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის ...
ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
-
ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1851-1895). იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის ბაგრატის შთამომავალი. ალექსანდრე ბაგრატიონი გარდაცვალებამდე 12 წელიწადი იყო შორაპნის მაზრის მარშალი, ჰქონდა ...
- ფოტო
-
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ფრანგისტან ანდრიას ძე
- გვარი
- გაბაშვილი
-
ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაშვილი, ერტისი 1853 - პანჩევო (იუგოსლავია) 15.02.1928. სწავლობდა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, შემდეგ ალექსანდროვსკის სამხედრო სასწავლებელში. კავკასიის მსროლელთა №1 ბატალიონის ...
- ფოტო
-
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
ორბელიანი მამუკა თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მამუკა თამაზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
-
მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1801–1875). რუსულად იწოდება მაკარ ფომიჩად. თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის მეორე ვაჟი. დაიბადა 1801 წელს (თუმცა ეპიტაფია მისი სიონში უჩვენებს 1800 ...
- ფოტო
-
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...