ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე
- იასონ ივანეს ძე
- ჭავჭავაძე
- 1804-1857
-
XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.
იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომების მონაწილე.
იასონ ჭავჭავაძემ 30 წელიწადი გაატარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ამ ხნის მანძილზე მან ბევრ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მის მიერ განვლილი გზა სავსეა უნიკალური საბრძოლო ეპიზოდებით. 1822 წ. მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში. 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წ. 13 სექტემბერში ელიზავეტპოლთან ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. რუსეთ-ოსმლეთის ომის (1828-29) დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზუმისა და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში.
1829 წლის 27 სექტემბერს სოფელ ბაიბურთან თურქებთან ომის დროს მოწინააღმდეგე არმიები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განლაგდნენ.. პირისპირ მდგარი ორივე მხარე შეტაკებას ელოდა. ამ დაძაბულ წუთებში თურქების მხრიდან რომელიღაც თავზე ხელაღებულმა ოფიცერმა ცხენი გამოაჯირითა ნიჟნინოვგოროდელთა ქვედანაყოფისაკენ და დამბაჩა ესროლა მათ. ამის მხილველმა იასონ ჭავჭავაძემ მაშინვე გააქროლა ცხენი თურქი ოფიცრისაკენ, მაგრამ თურქმა უკანვე გაქუსლა. ჭავჭავაძე დაედევნა. ის ისე ღრმად შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში, რომ სათუო გახდა მისი ცოცხლად დარჩენა. იასონ ჭავჭავაძის რაზმი ერთხმად, ერთსულოვნად მოსწყდა ადგილს თავისი მეთაურის გადასარჩენად. ოცეულს ნიჟნინოვგოროდელთა სხვა ოცეულები, ესკადრონები, მთელი პოლკი მიჰყვა და ამ მოულოდნელი, ელვისებური იერიშით რუსებმა ბაიბურთი დაიკავეს, იქ თავმოყრილი თურქთა დიდი ძალები განდევნეს.
მთავარსარდალი ი. პასკევიჩი ამ უცაბედ იერიშს თვალყურს ადევნებდა, რომელიც აღფრთოვანდა უცნობი ოფიცრის მამაცობით. იასონ ჭავჭავაძეს უმაღლესი ჯილდო ელოდა. მაგრამ ....
ლეგიონის მეთაურმა ივანე ანდრონიკაშვილმა ი. ჭავჭავაძეს დაავალა გაბნეული ჯარისკაცების შეგროვება მტერს დადევნებოდა და საბოლოოდ გაენადგურებინა. იასონმა შეკრიბა ჯარისკაცები, რა დროსაც მას გენერალმა ნ. მურავიოვმა (შემდგომ, კავკასიის კორპუსის სარდალი) უბრძანა ესკადრონით მის ბრიგადას შეერთებოდა. იასონმა უარი განაცხადა და მოახსენა თავისი მეთაურის დავალება. ბრძანების უგულებელყოფა გენერალი ძალიან გააბრაზა და ლანძღვის შემდეგ სასტიკად დაემუქრა. იასონმა შეურაცხოფა ვერ აიტანა, ხმალს ხელი სტაცა და გენერალიც გასცილდა. ეს ფაქტი მურავიოვმა მთავარსარდალს მოახსენა და მოითხოვა ახალგაზრდა ოფიცერი საველე სასამრთლოსთვის გადაეცათ.
სამხედრო ისტორიკოსი ვ. პოტო შემდეგნაირად გადმოგვცემს ამ ამბავს: „გათენდა 28 სექტემბრის დილა. პასკევიჩი დილით ადრე ადგა და ქვეითად, მხოლოდ მორიგე ადიუტანტის თანხლებით, ნიჟნინოვგოროდელთა სადგომისაკენ გაემართა. მან ჩამოიარა ესკადრონები და მხურვალე მადლობაც გამოუცხადა ბაიბურთის იერიშის გამო. - ასეთი იერიში არ მინახავს ჩემი საბრძოლო სამსახურის მთელ მენძილზეო, - თქვა მან.
მთავარსარდალს სასწრაფოდ შემოეგება პოლკის მეთაური ი. ანდრონიკაშვილი. პასკევიჩმა გადაკოცნა ანდრონიკაშვილი და სთხოვა, ეჩვენებინა ის ოფიცერი, რომელიც თეთრ ცხენზე მჯდომი ასე მამაცურად გაუძღვა პოლკის იერიშს. მას იასონ ჭაჭავაძე წარუდგინეს.
-ეს, ის ჭავჭავაძე ხომ არ არის, რომელსაც მურავიოვი უჩივის? - იკითხა პასკევიჩმა და, როდესაც პასუხად დასტური მიიღო, ჭავჭავაძეს ასე მიმართა: - იცით თუ არა, ახალგაზრდავ, რომ გენერლის ბრძანების შეუსრულებლობისათვის დახვრეტა გემუქრებოდა? გუშინ თქვენ ასჯერ დაიმსახურეთ გიორგის ჯვარი, მაგრამ მას ვეღარ მიიღებთ.“
პასკევიჩმა იასონ ჭავჭავაძე არ დასაჯა.
მრავალი ბრძოლის მონაწილე გენერალ-მაიორი იასონ ჭავჭავაძე ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაური გახდა. თავი ისახელა 1853 წ. 19 ნოემბ. ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლ. ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა. 1856 წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ერთ წელიწადში ბრძოლებში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა წინანდალში. 1857 წელს ის დიდი პატივით თბილისში წაასვენეს და ქაშვეთის ეკლესის საკურთხეველში. დაკრძალეს. მისი მეუღლეც მარიამ შალვას-ასული ერისთავი-ჭავჭავაძისა ქაშვეთის ეკლესიაშია დაკრძალული. ჭავჭავაძეების გენეალოგია.
ირაკლი კალანდია
-
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
ამილახვარი დიმიტრი გიორგის ძე
- გვარი
- ამილახვარი
- სხვა სახელი, გვარი
- ბაზორკა
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1906 - 1942
-
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1906 - 1942) საფრანგეთის არმიის ოფიცერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ფრანგული წინააღმდეგობის გმირი. დაიბადა სოფ. ბაზორკინოში (ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი). ...
- ფოტო
-
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი იოსების ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
-
ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე ლორთქიფანიძე, მაიორი. ეკატერინე ჭავჭავაძის მდივანი, შემდეგ - სამეგრელოს სამთავრო მამულების მოურავი. კორნელი ბოროზდინი მას უწოდებს "დედოფლის ტალეირანს".
ორბელიანი მანანა მირმანოზის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მანანა მირმანოზის ას.
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- მანანა ორბელიანი
-
მანანა ორბელიანი (მანანა მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული) დაბადებულია 1808 წელს. მამა მანანასი იყო პოდპოლკოვნიკი ქსნის ერისთავი მირმანოზ, დედა – დავით აბაშიშვილის ქალი თამარ (გარდაიცვალა 1809 ...
- ფოტო
-
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გაბრიელ ბაბანას ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
-
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...
ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ზურაბ ავალოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875-1944
-
ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ...
- ფოტო
-
ზურაბ ავალიშვილი
პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პრასკოვია პეტრეს ას.
- გვარი
- პოპოვა
-
პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...
თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ დიმიტრის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი; იასონ ჯიმშერის ძე თუმანიშვილი
-
იასონ (იაზონ) დიმიტრის (ჯიმშერის) ძე თუმანიშვილი (? - 1883) - თეატრის დირექტორი თბილისში (1863 - 1867), თბილისის ქალაქის თავი (მოურავი) 1870 - 1875 წლებში. "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. ...