ადგილობრივი მმართველობის სისტემა
-
ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ადმინისტრაციული და სასამართლო ძალაუფლება. ერისთავები სამეფო ხაზინაში გადასახადების შემოტანას ადევნებდნენ თვალყურს. ომის დროს მათ თავიანთი საგამგეოდან შესაბამისი სამხედრო ძალა გამოჰყავდათ. ერისთავებს მეფე ნიშნავდა და ისინიც მას ემორჩილებოდნენ. ერისთავები განსაკუთრებული სარგოს სახით მოსახლეობისაგან „საერისთავო“ გადასახადს იღებდნენ. ერისთავის შემდეგ საერისთავოში უმაღლესი მოხელე გამგებელი ჩანს. საერისთავოების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეებს ერისთავებზე დამოკიდებული მწიგნობართუხუცესები და მოლარეთუხუცესები განაგებდნენ. საერისთავოები თავის მხრივ სახევისთავთ-სახევისუფლოებად და საციხისთავოებად იყოფოდა; ციხისთავსა და ხევისუფალს საერისთავოში მნიშვნელოვანი როლო ეკისრებოდათ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე არსებობდა საერისთავოთა ერთი ნაწილი, რომელთაც მონაპირე ერისთავები ეწოდებოდათ. მონაპირე ერისთავებს ევალებოდათ: საქართველოს საზღვრების დაცვა, სამხედრო დაზვერვის წარმოება და სამეფო კარისთავის მეზობელი ქვეყნების მდგომარეობის შესწავლა და შეტყობინება.
ერისთავები სახელმწიფო საბჭოს სხდომებში მონაწილეობს იღებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ.
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლილობის ხანისა და ცალკეულ სამეფო–სამთავროებად დაშლის შემდეგ ერისთავთა და დიდებულთა ერთი ნაწილი სათავადოების ნახევრად–დამოუკიდებელ მფლობელად იქცა, რომელთა მამულები მემკვიდრეობით გადაეცემოდა.
-
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
სულხანიშვილი
-
სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.
სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.
ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
ჩინჩალაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...
ჩიჯავაძეთა სათავადო
-
ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...
ალექსიშვილი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.
ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ბებუთაშვილი
-
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...
გარსევანიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ...
ბარათაშვილი
-
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...
აგიაშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
-