ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე
- პაატა ბესპაზის ძე
- ჭავჭავაძე
- 1771 - ?
-
პაატა ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის პაპა). მის პიროვნებას კარგად ახასიათებს იოანე ბატონიშვილის 1801 წ. 30 იანვრის საბუთი: „ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ, თავადს ჭავჭავაძეს გრიგოლს, ძმასა შენსა პაატას, ძმისწულსა შენსა დემეტრეს, შვილსა შენსა სოლომონს... ასრე და ამა პირსა ზედა, რომელ ბიძა ჩვენებმა ჯარი შეიყარეს და კახეთში მოვიდნენ კახთ დასაჭერად და ჩვენს წინააღმდეგ. მაშინვე ბებურისშვილი ნინია და იმისი შვილი გარსევანიც იმათთან მივიდნენ და იმათ ეთანხმებოდნენ და მრავალი წინააღმდეგობა და ამბოხება გვიჩვენეს. და შენ შეძლებისამებრ შენისა ერთგულად და თავდადებით იმსახურე და ჩვენცა ამა სამსახურის სანუქფოთ გიბოძეთ ამ ბებურიშვილის ნინიას და გარსევანის ნაქონი სამოურაო კუჭატანი“.
ლაზარევი მოახსენებს კნორინგს 1802 წ. 29 ივლისს: „გულიაკოვმა 25 ივლისს მომახსენა, რომ სოფ. ყვარლის მცხოვრები თავადები გრიგოლ და პაატა ჭავჭავაძეები გაურკვეველი მიმართულებით გაქცეულან“.
გულიაკოვი კი ციციანოვს მოახსენებს 1803 წ. 20 თებერვალს: „არ შეიძლება გარკვევით იმის თქმა რომ თავადთაგან ვინმე რუსეთის მხარეზეა. განსაკუთრებით ეს ითქმის სოფ. ყვარლის გრიგოლ და პაატა ჭავჭავაძეებისა და პეტრე მღვდლის შესახებ. ესენი ყველაზე სახიფათო, მშვიდობიანობისათვის მავნე ხალხია, გამუდმებით ადგენენ გაბედულ შეთქმულებებს და ცხოველი მიმოწერა აქვთ ალექსანდრე ბატონიშვილთან“
იოანე ბოდბელის 1802 წ. 31 ივლისის ჩვენებით ვიგებთ: „ოცდაოთხს ჩვენ დავებარებინეთ და ხიზიყის მოხელეები. ოცდახუთს... კელმეჩურზედ გადმოვიდნენ, ხიზიყის ხალხი მოვიდა სოფლიდამ და დაიფიცეს ჯერ ხელმწიფის ერთგულებაზე და მას უკან იულონის მემკვიდრეობაზე, რადგან მეფის ირაკლის ანდერძი ასე არის, თუ იმის დიდებულება ინებებსო. ამის წიგნში გაღმაც გაგზავნეს გავაზ–ყვარელში, თქვენც ასე დაიფიცეთ და რუსეთშიაც გაღმა პაატა ჭავჭავაძეს გაატანეს და იმის პირი ერთი შიგნით კახეთში“.
კახეთის 1812 წ. აჯანყების დროს პაატა ჭავჭავაძის თაოსნობით დეისტვ. სტატსკი სოვეტნიკს ჭავჭავაძეს გაუნადგურეს 60 საპალნე ღვინო.
პაულუჩიმ 1812 წ. მარტში დაავალა ზაზა ანდრონიკოვს, ვაჩნაძესა და პაატა ჭავჭავაძეს ანწუხიდან გრიგოლ ბატონიშვილის ჩამოყვანა. გრიგოლ ბატონიშვილი დაჰყვა ამ თავადების რჩევას და პაულუჩის მიუვიდა.
- თავადი (კახეთი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
დადიანი გრიგოლ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ლევანის ძე
- გვარი
- დადიანი
-
გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და ...
- ფოტო
-
პოეტი კოლხიდელი
თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ დიმიტრის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი; იასონ ჯიმშერის ძე თუმანიშვილი
-
იასონ (იაზონ) დიმიტრის (ჯიმშერის) ძე თუმანიშვილი (? - 1883) - თეატრის დირექტორი თბილისში (1863 - 1867), თბილისის ქალაქის თავი (მოურავი) 1870 - 1875 წლებში. "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. ...
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე პლატონის ძე
- გვარი
- მიქელაძე
-
ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
გოლიცინი პეტრე ალექსის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პეტრე ალექსის ძე
- გვარი
- გოლიცინი
-
პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. გოლიცინის ...
ყიფიანი ივანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გიორგის ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ივანე (ქოჩო, ქოჩუ) გიორგის ძე ყიფიანი (? - 1814) (დიმიტრი ყიფიანის მამა) - ერთხანს სოლომონ I-ის შვილიშვილის და 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის (აკაკი წერეთლის ბაბუის ბაბუის) ...
ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია სიმონის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
-
ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (1797(8)-1856). 1823 წელს შტაბს-კაპიტანი, ამავ დროულად არის ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-ლეინტენატის მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი.
1828-1829 წლების ...
ანდრონიკაშვილი ირაკლი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ივანეს ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1878 - 1931
-
შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი. ...
- ფოტო
-
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი
ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ადამის ძე
- გვარი
- ყარანგოზიშვილი
-
კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...