დადიანი გრიგოლ ლევანის ძე
- გრიგოლ ლევანის ძე
- დადიანი
-
გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და კავკასიის ომების მონაწილე, მათ შორის ღუნიბის აღებაში, ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ომებს სამეგრელოში შემოჭრილი ომერ-ფაშას წინააღმდეგ.
"ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, მონაწილეობდა 1880 წელს დაარსებული "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში (საერთოდ "ვეფხისტყაოსანი" გრ. დადიანის გაუნელებელი სიყვარულის საგანი იყო. დიდი ამაგი დასდო პოემის ი. ბარტდინსკისეულ რუსულ თარგმანს)... იყო ქველმოქმედი (მთელი ქონება და მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა "ქშწ-კგ საზოგადოებას", შესწირა ფული სხვადასხვა სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დააწესა პრემია "საუკეთესო თხზულებისთვის ქართულ ენაზე", საგანგებოდ დატოვა თანხა ქუთაისის ღარიბ მოსახლეობაში დასარიგებლად...).
გრიგოლ დადიანს სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში, სადაც დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა, 22 წლისამ დაწერა პოემა "რუხის ბრძოლა (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა)" იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით. ეს პოემა დავით ჩუბინიშვილმა შეიტანა თავისი "ქართული ქრესტომატიის" 1863 წლის გამოცემაში.
გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასული ტერეზია (ჯვარი დაიწერეს პეტერბურგში, 1845 წელს. ჯვრისწერას და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I. "გრიგოლის მხრით დედ-მამად იყვნენ ნინო დედოფალი, ბებია გრიგოლისა და მემკვიდრე ცესარევიჩი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა სასახლის ეკლესიაში").
ტერეზია გურიელი-დადიანისა გარდაიცვალა 1871 წელს.
გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში მამისეულ სასახლეში გაატარა. გარდაიცვალა 1901 წელს ქუთაისში; დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.
- სამეგრელოს მთავართა სახლი
-
პოეტი კოლხიდელი -
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გაბრიელის ძე
- გვარი
- გედევანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იონა მროველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1737 - 1821
-
ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ იოანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1789 - 1830
-
გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.
დაიბადა 1789 წ. თბილისში, ...
- ფოტო
-
მამა - იოანე ბატონიშვილი
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკო გიორგის ძე
- გვარი
- დადიანი
- სხვა სახელი, გვარი
- დიდი ნიკო
-
ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 - 1834) - ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული.
1804 წლიდან - სამეგრელოს უმაღლესი ...
კეზელი დავით ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ივანეს ძე
- გვარი
- კეზელი
-
დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ გაბრიელის ძე
- გვარი
- ყარალაშვილი
-
სოლომონ გაბრიელის (გიგლოს, გიორგის) ძე ყარალაშვილი (1870-1924) - დამთავრებული ქონდა ჩუგუევსკის იუნკერთა სასწავლებელი. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთის ...
ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ქაიხოსრო ივანეს ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი (1795-1869) - დიმიტრი ყიფიანის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზეა წარდგენილი. ...