გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე
- ივანე გაბრიელის ძე
- გედევანიშვილი
- იონა მროველი
- 1737 - 1821
-
ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა 1753 წ. აკურთხა იერდიაკონად. როცა ანტონი რუსეთს გაემგზავრა, იონაც თან გაჰყვა და შემდეგ მასთან ერთად მობრუნდა საქართველოში. ის აკურთხა მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტად. 1775 წ. აირჩიეს რუისის მიტროპოლიტად. 1780 წელს საეკლესიო კრებამ იონა რაღაც დანაშაულისათვის მიტროპოლიტობისაგან დაამხო და მღვდლობისაგან განჰკვეთა და დავით გარეჯის უდაბნოში დაამწყვდია. იონა იქიდან გაიპარა და იმერეთს მივიდა, მაგრამ რაკი არც იქ შეიწყნარეს, ისევ ქართლს დაბრუნდა. ახლა მას გარეთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მიუსაჯეს ცხოვრება. იონა აქედანაც გაიპარა და გადავიდა ახალციხეს. ახალციხის ფაშამ იგი კონსტანტინეპოლს გააგზავნა. საქართველოში მიღებული ცნობებით ის აპირებდა ანტიოქიის პატრიარქისაგან ჯავახეთის ეპარქიის მიღებას. ანტონ კათალიკოსი სწერს კონსტანტინეპოლის პატრიარქს წერილს, რომლითაც აფრთხილებს მას, რომ „მღვდლობისაგან განშიშვლებულმა“ იონამ ვერ მოახერხოს კონსტანტინეპოლის და ანტიოქიის პატრიარქთა მოტყუება. იონა მაინც ახერხებს კონსტანტინეპოლის და იერუსალიმის პატრიარქებისაგან კურთხევის წიგნების მიღებას. მან 4 თვე დაჰყო სტამბოლს, 1785 წ. დეკემბერში მიტილენაშია, შემდეგ შემოივლის ტუზლას, იაფას, იერუსალიმს, დამასკოს, ანტიოქიას, ბეირუთს, ეგვიპტეს. 1787 წ. ჩადის ელადას, ნეაპოლსა და ტრიესტში ყოფნის შემდეგ მიდის ვენეციას, შემდეგ ალექსანდრიაშია, მერე სინას მთაზე 7 წელი იმოგზაურა ზღვით. 1790წ. ოქტომბერში ვენაშია. აქედან იასით მოლდავეთში მოვიდა, სადაც ნახა ბესარიონ გაბაონი. მოლდავეთში პოტიომკინის კარზე შეხვდა ერეკლეს ელჩი გაიოზ არქიმანდრიტი. 1792 წელს ეკატერინე II-მ მას დაუნიშნა პენსია, ხოლო სინოდმა ნება მისცა კიევში ცხოვრებისა. კიევში დაჰყო 3 წელი, შემდეგ მოსკოვს გაემგზავრა და ჩუდოვოს მონასტერში დაიდო ბინა. გარდაიცვალა 1821 წელს.
იონა მიტროპოლიტმა თავისი მოგზაურობა აღწერა ცალკე წიგნად. იგი გამოსცა პლატონ იოსელიანმა 1852 წელს სათაურით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. იონას მოგზაურობა დაწერილი უნდა იყოს 1807 წლამდე, რადგან აქ დარეჯან დედოფალი ცოცხლად არის მოხსენიებული (დარეჯანი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს). ამავე დროს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ის გარდაცვლილად მოიხსენიებს, ციციანოვი კი გარდაიცვალა 1806 წ. თებერვალში. ე. ი. იონას მოგზაურობა დაწერილია 1806 – 7 წლებში.
1803 წელს რუსეთში ჩასულ დარეჯან დედოფალს იონა შეეგებება დიდის პატივით. იგი დაესწრო დარეჯანის გარდაცვალებასაც 1807 წლის 8 ნოემბერს, რასაც 24 ნოემბერს წერილით ატყობინებს ანტონ II-ს.
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
ონიკაშვილი ნიკოლოზ
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ (კიკოლა)
- გვარი
- ონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- კიკოლა ონიკოვი; კიკოლა დიაკვანი
-
ნიკოლოზ ონიკოვი - ონიკაშვილი. უწოდებდნენ სახელად კიკოლა დიაკვანს. გიორგი XII-ის მწერალი. იყო მოსკოვს გიორგი XII-საგან გაგზავნილ დეპუტაციის შეშადგენლობაში. დაესწრო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის ...
ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე დიმიტრის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- პავლე ციციანოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი ...
- ფოტო
-
პავლე ციციანოვი
ნაკაშიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ნაკაშიძე
-
ძმა გენერალი ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძის. გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე, მსხვერპლი დაშნაკცუთუნის პარტიის წარმომადგენლების ტერორისტული აქტის.
- ფოტო
-
ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე
ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ზურაბ ავალოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875-1944
-
ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ...
- ფოტო
-
ზურაბ ავალიშვილი
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
-
სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ იოანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1789 - 1830
-
გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.
დაიბადა 1789 წ. თბილისში, ...
- ფოტო
-
მამა - იოანე ბატონიშვილი
ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1804-1857
-
XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.
იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და ...