50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ავალიშვილი
ზურაბ ავალოვი
1875-1944

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1918 წ-დან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ზ. ავალიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ი. ჭავჭავაძის თანამოაზრის - დავით ავალიშვილის ოჯახში დაიბადა. დედა - ოლღა ედუარდის ასული, კავკასიაში ცნობილი ექიმის, წარმოშობით შვედი ედუარდ ჰოლმბლატის ქალიშვილი იყო. ოჯახურმა ტრადიციებმა, სკანდინავიურ-გერმანულმა გენებმა და საქართველოში, ქართულ გარემოში აღზრდამ იმთავითვე განაპირობა ზ. ავალიშვილის საზოგადოებრივი პროფილი - ქვეყნის ბედ-იღბლისადმი რეალისტური, წმინდა ევროპული, დინჯი მიდგომა. თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1895 ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1900 პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა „Присоединение Грузии к России“ (1901) ოქროს მედალი დაიმსახურა. ნაშრომი პეტერბურგში 1906 მეორედ გამოიცა. პროფ. ნ. მ. კორკუნოვმა ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა. საჭირო საარქივო მასალების გასაცნობად, ზ.ავალიშვილი პარიზში მიავლინეს. 1903 წ-ის მაისში მან მონაწილეობა მიიღო პარიზში დაარსებულ გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში. 1903 პეტერბურგში დაბრუნდა და როგორც უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სახელმწიფო სამართალში ლექციების კითხვას შეუდგა. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციას ზ. ავალიშვილი პეტერბურგში შეხვდა. დროებითი მთავრობის არსებობის პირველივე დღეებში ზ. ავალიშვილმა რამდენიმე ეროვნული საქმის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე, ი. ჯავახიშვილთან ერთად, მას რუსეთის სინოდის ობერპროკურორთან საათნახევრიანი პაექრობა ჰქონდა. მეორეც, პეტერბურგის კინოთეატრ „ელიტში“ იგი ქართველთა ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებას თავმჯდომარეობდა, სადაც ი. ჯავახიშვილმა თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე მოხსენება წაიკითხა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას (1918) პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობამ, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში მოხვედრამ (1921) ზ. ავალიშვილს საშუალება არ მისცა, თბილისში ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გამხდარიყო, თუმცა მიწვევა ი. ჯავახიშვილისგან მას იმთავითვე ჰქონდა მიღებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე, 1918, ზ. ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. მან ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ შულენბურგი უწევდა), რომელიც 1918 წ-ის 22 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადმოუგზავნა. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ეს ტექსტი იმავე წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომამ დაამტკიცა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზ. ავალიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში კონსულტანტად მიიწვია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ზ. ავალიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი იყო. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობის განმტკიცებაში. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ ცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წ-ის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება, რის გამოც საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წ-ის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“. 1918 წ-ის გაზაფხულიდან, ზ. ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გერმანიაში იმყოფებოდა. მისი მეუღლე - მაია ფოგტი - გამოჩენილი ქართველოლოგის, ოსლოს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჰანს ფოგტის ახლო ნათესავი იყო. 1919 ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, პარიზის კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობდა.

 რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ზ. ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტი გახდა. იგი საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944) მოღვაწეობდა. ემიგრაციის წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან თანამშრომლობდა. 1941 მისი მონაწილეობით მიუნხენში „ქართული სამოკავშირეო შტაბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანი საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან საქართველოს გათავისუფლება იყო. აქტიურად მონაწილეობდა „ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის“ შექმნასა და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ (1942) დაარსებაში. ზ. ავალიშვილი მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი იყო და პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძესთან ერთად მუშაობდა. ზ. ავალიშვილი ქალაქ შვანდორფში (ბავარია) გარდაიცვალა. 1994 მისი ნეშტი გერმანიიდან თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

ლელა სარალიძე

ზურაბ ავალიშვილი
ზურაბ ავალიშვილი



ორბელიანი დიმიტრი ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი ივანეს ძე
გვარი
ორბელიანი

დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა - პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ...

ფოტო
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი


გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.

სახელი, მამის სახელი:
პელაგია ქაიხოსროს ას.
გვარი
გურიელი

პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...


ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ოქროპირ გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი

ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.

 1803 წ. 19 აპრილს, ...

ფოტო
ოქროპირ ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი

კეზელი დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
კეზელი

დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...


ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
ბარათაშვილი
სხვა სახელი, გვარი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1840 - 1901

ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე)  (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...


ჭავჭავაძე ელისაბედ ზაქარიას ას.

სახელი, მამის სახელი:
ელისაბედ ზაქარიას ას.
გვარი
ჭავჭავაძე
სხვა სახელი, გვარი
ელისაბედ ლასკარი
დაბ.-გარდ. თარიღები
1874 - 1912

ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ...

ფოტო
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი

ქოჩაკიძე მაქსიმე

სახელი, მამის სახელი:
მაქსიმე ბერის ძე
გვარი
ქოჩაკიძე

მაქსიმე ბერის ძე ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე). გავლენიანი მემამულე და მოხელე. ყმაწვილობისას იგი თან ახლდა საფრანგეთის კონსულს ჟაკ ფრანსუა გამბას როცა იგი მოგზაურობდა დასავლეთ საქართველოში. ფრანგი ...


ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
სოლომონ გაბრიელის ძე
გვარი
ყარალაშვილი

სოლომონ გაბრიელის (გიგლოს, გიორგის) ძე ყარალაშვილი (1870-1924) - დამთავრებული ქონდა ჩუგუევსკის იუნკერთა სასწავლებელი. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთის ...


წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე

სახელი, მამის სახელი:
პარმენ დომენტის ძე
გვარი
წინამძღვრიშვილი

პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.

 მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...


ჭილაშვილი იაგორ (გიორგი) გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი გაბრიელის ძე
გვარი
ჭილაშვილი

იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790 - 1838) - სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ...


გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.

 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად