50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ოქროპირ გიორგის ძე
ბაგრატიონი

ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.

 1803 წ. 19 აპრილს, როცა მარიამ დედოფალის სასახლეში ტრაგიკულად დაიღუპა რუსი გენერალი ლაზარევი (მოკლა თავადმა ხიმშიაშვილმა), ოქროპირი, მაშინ 8–9 წლისა დედასთან და და–ძმებთან ერთად ძალით გადაასახლეს რუსეთს. მალე ის მიაბარეს კადეტთა პირველ კორპუსში. დამთავრების შემდეგ გაამწესეს ლეიბ–გვარდიის ეგერთა პოლკში.

 იმპერატორის ბრძანებით რუსეთში გადასახლების შემდეგ ილია და ოქროპირ ბატონიშვილებს დაენიშნათ თითოს 90 000 მანეთი, ოღონდ ეს თანხა საგირავნო ბანკისთვის უნდა გადაეცათ ხაზინიდან, სარგებელიც, თავნს უნდა წამატებოდა, სანამ ბატონიშვილები მცირეწლოვანნი იყვნენ. 1812 წ. 1 მაისისათვის საგირავნო ბანკში მარტო სარგებელი დაგროვდა 68 592 მან. 76 1/2  კაპ. ფინანსთა მინისტრს უნდოდა მთელი ამ თანხის ბატონიშვილებისათვის მიცემა, მინისტრთა კომიტეტმა კი დაადგინა მისცემოდათ ბატონიშვილებს ყოველწლიურად იმდენი, რამდენიც მათ ესაჭიროებოდათ ახლანდელი მათი სამსახურის კვალობაზედო. ამიტომ გასაგებია, რომ ბატონიშვილები მუდმივ „მათხოვრობდნენ“ იმპერატორის კარზე.

 ოქროპირი სამსახურში დიდხანს არ გაჩერებულა, პორუჩიკის ჩინით ის სამსახურიდან გადადგა. ცოლად შეირთო გრაფ პავლე ივანეს ძე კუტაისოვის (1780–1840) შვილი ანა. კუტაისოვი იყო ობერჰოფმეისტერი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი. სწორედ ეს სენატორი კუტაისოვი მეჩნიკოვთან ერთად გამოგზავნეს კავკასიაში სარევიზიოდ იმ ხანებში, როცა ოქროპირი საქართველიში იმყოფებოდა. თბილისში ოქროპირი ჩამოვიდა 1829 წლის 1 სექტემბერს კავკასიის მინერალური წყლებიდან, სადაც ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ოქროპირი აპირებდა  მინერალურ წყლებზე მკურნალობის მეორე კურსის ჩატარებას, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა ზამთარი გაეტარებინა ოდესაში და შემდეგ მინერალურ წყლებზე წასულიყო. მაგრამ რდგან იმ დროს ოდესაში შავი ჭირი გაჩნდა, ოქროპირი თბილისში დარჩა. თბილისში მან დაჰყო 1830 წ. 3 ივნისამდე. თბილისში ყოფნისას ის გრაფი კუტაისოვისა და ქართველი თავადების თანხლებით დადიოდა სანადიროდ თბილისის მიდამოებში. 1829 წ. 7 ნოემბერს დაესწრო სოლ. დოდაშვილის ვაჟის – ივანეს ნათლობას.

 შეთქმულების გამომჟღავნებისას ოქროპირი ცოლშვილით უკვე მოსკოვში იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილის პირველსავე ჩვენებაში (1832 წ. 13. XII) ოქროპირი დასახელებულ იქნა როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი. ამ ამბის პეტერბურგში მიღებისთანავე იმპერატორის განკარგულებით მოსკოვის გენერალ–გუბერნატორმა ოქროპირს მეთვალყურე მიუჩინა. ოქროპირზე მეთვალყურეობის დაწესებამ გენერალ–გუბერნატორს ასეთი დასკვნა მიაღებინა: „ოქროპირი და მისი ორი ძმა დედასთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში საკუთარ სახლში. ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს. რუსეთში მას ერთგვარი განათლება მიუღია, საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და ფრანგულად, კითხულობს მისტიკურ წიგნებს. მისი საუბრიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალიან განიცდის სამეფოს დაკარგვას და გაჭირვებით ურიგდება აზრს, რომ იგი აღარასოდეს არ იქნება მეფე. ოქროპირი ძალზე აძაგებს საქართველოში რუსებისაგან შეტანილ მმართველობის სისტემას. იგი აღნაგობით და ჯანმრთელობით სუსტია, ამიტომაც გაზაფხულზე სამკურნალო წყლებზე სურს წასვლა საზღვარგარეთ.

 მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ოქროპირი გაჩხრიკეს, ქარალდები ჩამოართვეს; გენ. ლიხოვსკიმ პირველი ჩვენებაც ჩამოართვა. პირი ამ ჩვენებისა გამოგზავნეს თბილისში – საგამოძიებლო კომისიამ ის განიხილა 1833 წ. 13 თებერვალს.

 1833 წ. 28 იანვარს ოქროპირი გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც დაარსებული იყო საიდუმლო საგამოძიებლო კომისია 1832 წლის შეთქმულების რუსეთში მყოფ მონაწილეთა დასაკითხად.

 1833 წ. 11 თებერვალს ოქროპირს სიტყვიერი ჩვენება ჩამოართვეს. პირი ამ ჩვენებისა თბილისში გამოგზავნეს. ეს ჩვენება შეამოწმა კარის მინისტრმა ადლებერგმა. შემდეგი ჩვენებები კი მას კომისიამ ჩამოართვა. 17 მაისს ოქროპირი თბილისში გამოისტუმრეს. გზად ის შეუძლოდ იყო, წარამარა წამლებს იღებდა, ამიტომ მოჰყავდათ მხოლოდ დღისით, ღამით ასვენებდნენ. 27 ივნისს თბილისს ჩამოიყვანეს და მოათავსეს ოფიცერთა ყაზარმებში, იქ, სადაც სხვა პატიმრებიც იყვნენ.

 ოქროპირი დაკითხვებზე უარყოფდა თავის მონაწილეობას შეთქმულებაში, ხოლო მის საწინააღმდეგოდ მიცემული  სხვათა ჩვენებები მიაჩნდა განგებ, მის სამტროდ მოგონილად. სოლ. დოდაშვილს შეთქმულთათვის გადაუცია ოქროპირის ნათქვამი 1830 წელს თბილისიდან გამგზავრებისას: „ბატონო ქართველებო, ეცადეთ საქართველოს გათავისუფლებას. საქართველოს გათავისუფლება იმიტომ კი არ მინდა, რომ აქ ვინმე ბაგრატიონთაგანი გამეფდეს, არამედ იმისათვის, რომ საქართველო შეიქმნეს რესპუბლიკის მაგვარ სახელმწიფოდ“. საგამოძიებო კომისიამ იგი I კატეგორიის დამნაშავედ სცნო. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ ის პირნი, რომელთაც ჩააგონეს სხვებს შეთქმულება და დასაბამი მისცეს ბოროტ განზრახვას. ამ კატეგორიაში შეიყვანეს მხოლოდ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები და ორივეს გადასახლება მიუსაჯეს ერთს კოსტრომაში, მეორეს სმოლენსკში.

 1 ნოემბერს გამოიცა იმპერატორის ბრძანება ოქროპირის ქ. კოსტრომაში გადასახლების შესახებ. 21 ნოემბერს ოქროპირი ჟანდარმთა კორპუსის პოდპორუჩიკ გრინფელდის თანხლებით რუსეთის  გზას გაუყენეს.

 1850 წლის შემოდგომაზე ოქროპირი დროებით გამოუშვეს საქართველოში. მ.ს. ვორონცოვი წერს თავის დღიურში: „1850 წ. 26 სექტემბერს დილით ვიყავი მთავარ ბეხმეი – მირზასთან გ.ე. ერისთავი, ბატონიშვილი ოქროპირი, ეგზარხოსი და ვიკარი“. 1850 წლის 3 სექტემბერს ტარასი არქიმანდრიტი სწერს იოანე თარხან-მოურავს: „მე გუშინ ბატონის მოედანზედ შემომხვდა პლატონ და ოქროპირ“.

 ოქროპირი გარდაიცვალა მოსკოვს 1857 წ. 30 ოქტომბერს. დასაფლავებულია პოკროვის მონასტრის იონა მიტროპოლიტის ეკლესიაში.

  ოქროპირ ბატონიშვილი ცნობილია ლიტერატურული შრომით.

 როცა ის 1829 წელს ტბილისს ჩამოვიდა „დასწერა ლექსი კავკასიის ხილვისას და საქართველოში ჩამოსვლისას, აგრეთვე უსტარი ლექსად დიმიტრი ბატონიშვილს“. ლექსები რუსულად მქონდა დაწერილიო, უჩვენა ოქროპირმა 1833 წლის 30 აპრილს.

 ოქროპირი ავტორია ტრაგედიისა, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვს ასეთი სათაურით; „ოქროპირ ბატონიშვილი. ვეფხისტყაოსანი. ტრაგედია, თქმული მეფის ძის ოქროპირისაგან. მოსკოვს ივანე სერიკოვის სტანბაში. 1853“.

 ოქროპირის მეუღლე ანა, გრაფ პავლე კუტაისოვის ქალი, დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ახლო მეგობრობა ჰქონდა პრუსიის სამეფო კარის წევრებთან. იყო განათლებული. ფრანგულ ენაზე სთხზავდა ლექსებს, რომელთაც დიდი მოწონება ჰქონდათ. თხზავდა რომანსებსაც.  მეიერბერი ამბობდა მის ზოგ რომანსზე – სიამოვნებით ვიქნებოდი მათი ავტორიო. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო თეატრით. მის სახლში იდგმებოდა წარმოდგენები, რომლებშიაც თვითონაც მონაწილეობდა. გარდაიცვალა 1868 წ. მის დასაფლავებაზე უამრავი ხალხი მოვიდა, ისე რომ ლუბლიანკის მოედანი (მოსკოვში), სადაც დედოფლის კარის ეკლესია მდებარეობდა, ეკიპაჟებით და ხალხით იყო სავსე.

  ვენგეროვის მიერ შედგენილ რუს მწერალთა ლექსიკონში შეტანილია „გრუზინსკაია, დედოფალი ანა პავლეს ასული, დრამატული მწერალი“.

  ოქროპირისა და ანას შვილები:

 1). ანა, გათხოვილი იყო ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მუხრან–ბატონზე, რომელიც 1851 წ. გარდაიცვალა. შემდეგ ის მითხოვდა იტალიის კონსულს ალექსანდრე ალბიცცის. ანა იყო ლამაზი და ჭკვიანი, ბარიატინსკის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებაში; გარდაიცვალა 1898 წ. პეტერბურგში, დასაფლავებულია ნოვგოროდის მაზრის სოფ. ბობინოს ეკლესიასთან. 2). გიორგი ოქროპირის ძე. 3). პავლე ოქროპირის ძე. ცოლად ჰყავდა ანასტასია დოლგორუკოვა. გარდაიცვალა 1875 წ., დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის მიტროპოლიტ იონას ეკლესიაში.

მეფე - ქართლ-კახეთის სამეფო
ოქროპირ ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი



წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე

სახელი, მამის სახელი:
პარმენ დომენტის ძე
გვარი
წინამძღვრიშვილი

პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.

 მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...


ბალანჩინი ჯორჯ

გვარი
ბალანჩივაძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ბალანჩივაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1904-1983

ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას ...

ფოტო
გიორგი ბალანჩივაძე
გიორგი ბალანჩივაძე

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთინსკი
სხვა სახელი, გვარი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1797 - 1855

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...


დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკო გიორგის ძე
გვარი
დადიანი
სხვა სახელი, გვარი
დიდი ნიკო

ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 - 1834) - ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული.

 1804 წლიდან - სამეგრელოს უმაღლესი ...


საგინაშვილი დიმიტრი

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი
გვარი
საგინაშვილი

საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...


ჯორჯაძე დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
ჯორჯაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1810 - 1866 წლის შემდეგ

დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად  პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 ...


ბაგრატიონი ანასტასია ერეკლეს ას.

სახელი, მამის სახელი:
ანასტასია ერეკლეს ას.
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
ბატონიშვილი ანასტასია
დაბ.-გარდ. თარიღები
1763 - 1838

ანასტასია ბატონიშვილი (1763 – 1838). ერეკლე მეორის ასული. 1798 წ. გათხოვდა რევაზ ქსნის ერისთავზე, გიორგი ყულარაღასის შვილზე. ჰყავდა ოთხი ვაჟი: 1. შალვა რევაზის ძე ერისთავი, რომელიც შემდეგში ცოლად ...

ფოტო
ანასტასია ბატონიშვილი
ანასტასია ბატონიშვილი

თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
იასონ დიმიტრის ძე
გვარი
თუმანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი; იასონ ჯიმშერის ძე თუმანიშვილი

იასონ (იაზონ) დიმიტრის (ჯიმშერის) ძე თუმანიშვილი (? - 1883) - თეატრის დირექტორი თბილისში (1863 - 1867), თბილისის ქალაქის თავი (მოურავი) 1870 - 1875 წლებში. "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. ...


ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
არჩილ გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1841 - 1902

 ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.

 1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს

ფოტო
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე

გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გაბრიელის ძე
გვარი
გედევანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იონა მროველი
დაბ.-გარდ. თარიღები
1737 - 1821

ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...


შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი იოსების ძე
გვარი
შალიკაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
16.02.1896 - 8.03.1978

დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...

ფოტო
დიმიტრი შალიკაშვილი
დიმიტრი შალიკაშვილი

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ვლადიმერ სარდიონის ძე
გვარი
ალექსი-მესხიშვილი

ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი (ლადო მესხიშვილი) (1857-1920) - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (მიენიჭა 1930 წელს გარდაცვალების შემდეგ). 

 1913 წელს ლადო ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად