50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ბალანჩივაძე
1862 - 1937

მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ქართული რომანსის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მამა ამერიკელი ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინის და კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის.

 დაიბადა ქუთაისის მაზრაში, მღვდლის ოჯახში. 1870-1874 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1874-1877 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც მოწაფეთა გუნდში გალობდა. 1877-1879 წწ-ში თბილისში ცხოვრობდა და სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ამავე დროს, სემინარიის გუნდში გალობდა. 1879-1880 წწ-ში ეგზარხოსის გუნდის წევრი გახდა, შემდეგ ამავე გუნდის ლოტბარის - აუშევის თანაშემწედ მუშაობდა და მასთან მუსიკის თეორიას სწავლობდა. 1880-1883 წწ-ში თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა, გამოდიოდა სცენაზე და სოლო პარტიებს ასრულებდა. 20 წლისამ ჩამოაყალიბა თავისი პირველი ეთნოგრაფიული გუნდი. 1883-1886 წწ-ში ფილიმონ ქორიძის მიწვევით ქუთაისში დაბრუნდა და მასთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს აგროვებდა და იწერდა. 1886 წ-დან ლადო აღნიაშვილის გუნდში მღეროდა, 1887 წ-დან კი იმავე გუნდში ლოტბარად მუშაობდა. იმ პერიოდში დაწერა თავისი პირველი ნაწარმოებები: „პოპური“(1888). რომანსები: „როდესაც გიცქერ“; „შენ გეტრფი მარად“; „ნუ შემიბრალებ“ და „ნანა“ (1889). 1889-1895 წწ-ში სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1895-1917 წწ-ში ატარებდა კონცერტებს რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1896 იწყებს მუშაობას ოპერაზე „თამარ ცბიერი“, რომლის ნაწყვეტებიც პირველად 1897 პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში შესრულდა. 1893-1898 წწ-ში, ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერის მიზნით, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და აწყობდა ექსპედიციებს, 1907 კი, მისი ინიციატივითა და დაფინასებით, ცნობილი რუსი კომპოზიტორის მ. ი. გლინკას წერილების სრული კრებული გამოიცა. 1912 წელს პეტერბურგში „თამარ ცბიერის“ პირველი მოქმედება დაიდგა.

 1917 საქართველოში დაბრუნდა. 1918 ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი დააარსა და მისი დირექტორი გახდა. 1926 დაასრულა მუშაობა ოპერაზე „თამარ ცბიერი“, რომლის პრემიერა იმავე წლის 16 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა. 1927 წერს ქართული მუსიკის ისტორიაში პირველ კანტატას „დიდება ზაჰესს“, რომელიც საჯაროდ შესრულდა იმავე წელს. 1929 გადავიდა ბათუმში და დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1931 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1933 სახალხო არტისტის წოდება მიიღო, მის მიერ დაარსებულ ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელს კი მისი სახელი მიენიჭა. 1936 გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1937 დიდი თეატრის სცენაზე გაიმართა „დარეჯან ცბიერის“ პრემიერა. გარდაიცვალა ქუთაისში, დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის გალავანთან, შემდეგ კი ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში გადაასვენეს.

 ნაწარმოებები: ოპერა „თამარ ცბიერი“, (1896-1926). II რედაქციით (1936) - „დარეჯან ცბიერი“. კანტატა „დიდება ზაჰესს“ (1927); საორკესტრო ნაწარმოები „ქართული ეროვნული მარში“ (1928). რომანსები, სიმღერები, გუნდები, მათ შორის (1918); „ჰიმნი სამშობლო ხევსურისა“ სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის (რ. ერისთავის ლექსზე) და სხვ.

ზურაბ ლეჟავა

კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ



დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ ტარიელის ძე
გვარი
დადიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1844-1896

ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი (1844-1896) - მწერალი, ისტორიკოსი. 1880-იან წწ. - "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, მწერალ შალვა დადიანის მამა; გამოირჩეოდა ორატორული ...


არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთინსკი
სხვა სახელი, გვარი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1797 - 1855

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...


აბაშიძე გიორგი

სახელი, მამის სახელი:
გიორგი
გვარი
აბაშიძე

აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...


ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
გვარი
ლორთქიფანიძე

სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. (1854-1941). დამთავრებული ქონდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამხედრო ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დრობა" სთან. ქუთაისის ...

ფოტო
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე

სახელი, მამის სახელი:
ილია ზაალის ძე
გვარი
ჩოლოყაშვილი

კავკასიის არმიის სახელოვან, მამაც მხედართმთავართა შორის ერთიერთი საპატიო ადგილი უკავია კავალერიის გენერალ–მაიორ ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილს. იგი 1823 წელს დაიბადა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში. ...

ფოტო
ილია ჩოლოყაშვილი
ილია ჩოლოყაშვილი

ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იასონ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1804-1857

XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.

 იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და ...


ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე

სახელი, მამის სახელი:
გორჯასპ გივის ძე
გვარი
ნათალიშვილი

გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...


ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი იოსების ძე
გვარი
ლორთქიფანიძე

ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე ლორთქიფანიძე, მაიორი. ეკატერინე ჭავჭავაძის მდივანი, შემდეგ - სამეგრელოს სამთავრო მამულების მოურავი. კორნელი ბოროზდინი მას უწოდებს "დედოფლის ტალეირანს".


ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ ვახტანგის ძე
გვარი
ორბელიანი

ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, ...


ორბელიანი ივანე მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი

ივანე მამუკას (მაკარის) ძე ორბელიანი (1844-1919) - გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის გმირი. ყავდა მეუღლე მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკაია (და რუსეთის შინაგან საქმეთა ...

ფოტო
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები

ჯორჯაძე დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
ჯორჯაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1810 - 1866 წლის შემდეგ

დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად  პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 ...


ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
გვარი
ჭავჭავაძე

ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».

 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად