ბალანჩინი ჯორჯ
- ბალანჩივაძე
- გიორგი ბალანჩივაძე
- 1904-1983
-
ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, 1923 წელს – პეტროგრადის კონსერვატორია. 1921-24 წლებში იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), "უიღბლო ეუგენი" (ე. ტოლერის ამავე სახელ წოდების პიესა). 1923 წელს ხელმძღვანელობდა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლომინსკი და სხვ.). 1924 წლიდან ჯ. ბალანჩინმა რუსეთი დატოვა. 1925-29 წლებში იყო პარიზის "ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი; 1932 წელს – ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოსა“ და „ბალე – 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 წელს იგი მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“. ამ სკოლის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასი (1948 წლიდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). 1934 წელს ჯ. ბალანჩინმა ამერიკიდან ევროპას ახალი ტიპის ხელოვნება შესთავაზა - დადგა პ. ჩაიკოვსკის „სერენადა“, რომლითაც ბალეტის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. ჯ. ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვ. ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. 1950-60-იან წლებში ჯ. ბალანჩინმა დადგა არაერთი წარმატებული საბალეტო სპექტაკლი; მათ შორის პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“, რომლის შესრულებაც ამერიკაში საშობაო ტრადიციად იქცა. ჯ. ბალანჩინი ცნობილია როგორც უსიუჟეტო, ე.წ. აბსტრაქტული ბალეტების დამდგელი. იგი ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“.
ჯ. ბალანჩინი გარდაიცვალა ნიუ-იორკში. დაკრძალულია ოკლენდის სასაფლაოზე.
-
გიორგი ბალანჩივაძე -
ორბელიანი თამაზ მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- თამაზ მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- თომა ორბელიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1815
-
თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი ...
- ფოტო
-
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
დადიანი გრიგოლ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ლევანის ძე
- გვარი
- დადიანი
-
გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და ...
- ფოტო
-
პოეტი კოლხიდელი
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გულბაათ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...
- ფოტო
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ივანეს ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...
გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ფრანგისტან ანდრიას ძე
- გვარი
- გაბაშვილი
-
ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაშვილი, ერტისი 1853 - პანჩევო (იუგოსლავია) 15.02.1928. სწავლობდა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, შემდეგ ალექსანდროვსკის სამხედრო სასწავლებელში. კავკასიის მსროლელთა №1 ბატალიონის ...
- ფოტო
-
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...
ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- გვარი
- ადლერბერგი
-
ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (1818-1888) - ნიკო დადიან-მინგრელსკის სიმამრი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის მონარქს. იყო ...
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
-
სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.
ვარინკა წერეთელი ...
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
-
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.
ივანეს მამა - ...
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
ჩერქეზიშვილი ფირან
- სახელი, მამის სახელი:
- ფირან
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ჩერქეზიშვილი
-
ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...
ყიფიანი ივანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გიორგის ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ივანე (ქოჩო, ქოჩუ) გიორგის ძე ყიფიანი (? - 1814) (დიმიტრი ყიფიანის მამა) - ერთხანს სოლომონ I-ის შვილიშვილის და 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის (აკაკი წერეთლის ბაბუის ბაბუის) ...