ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- პავლე დიმიტრის ძე
- ციციშვილი
- პავლე ციციანოვი
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი გეოდეზიის სპეციალისტი რუსეთში) - პავლე ციციანოვის მამა.
პავლე ციციანოვი დაიბადა მოსკოვში 1754 წელს. სამსახური დაიწყო პრეობრაჟენსკის პოლკში: მონაწილეობღა რუსეთ-თურქეთის ომში 1786 წელს, სადაც თავი გამოიჩინა და მალე გენერალ-მაიორის ჩინი მისცეს. მისი პოლკი ჩააყენეს დასავლეთ გუბერნიებში - ქ. გროდნოში. აქ მან დასაწყისშივე ჩაახშო აჯანყება, რომელიც ვარშავის შემდეგ სხვა ქალაქებშიც ვრცელდებოდა. მონაწილეობს ზუბოვის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სპარსეთის ლაშქრობაში. ერთი პირობა იყო ბაქოს კომენდანტი. პავლე І-ის მეფობაში სამსახურიდან იყო გადამდგარი. ალექსანდრე 1-მა მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მისცა და 1802 წ. 11 სექტემბერს დანიშნა საქართველოს მთავარსარდლად.
1803 წ. მან დაიწყო ბრძოლა განჯის ხანის - ჯავად ხანის წინააღმდეგ. 1804 წ. 2 იანვარს განჯა აღებულ იქნა და სახანო რუსეთისათვის შემოერთებული. იმპერატორმა მას ამისათვის ინფანტერიის გენერლობა მისცა. ციციანოვის წინადადებით კი განჯას ალექსანღრე І-ის მეუღლის პატივსაცემად ელისავეტპოლი დაერქვა.
1806 წ. 30 იანვარს რუსის ჯარი ციციანოვის ხელმძღვანელობით ბაქოს სახანოს საზღვრებშია. 8 თებერვალს ბაქო დაეცა. ციციანოვი მცირე რაზმით გაემართა ქალაქისაკენ, რათა ბაქოს ხანის ჰუსეინ ყული ხანისაგან ბაქოს გასაღები მიეღო. სანამ ციციანოვი ქალაქს მიუახლოვდებოდა, მას ესროლეს და იგი იქვე დაეცა მკვდარი. ჰუსეინ ყული ხანის მხლებლებმა ციციანოვის გვამი აჰკუწეს - მოჭრილი თავი და მარჯვენა ხელი გაგზავნეს არდებილში, იქიდან კი შაჰს გაუგზავნეს თეირანს. სხეული მისი კი ბაქოს ციხის კარებთან დამარხეს. როცა 1806 წ. 2 ივნისს რუსის ჯარმა ბულგაკოვის მეთაურობით ბაქო აიღო, ციციანოვის გვამი ბაქოს სომხურ ეკლესიაში გადაასვენეს. 1812 წ. მარკიზმა პაულუჩიმ ციციანოვის ნეშტი ბაქოდან ჩამოასეენა და თბილისის სიონში დამარხა.
ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდში 1446 ნომრად დაცულია პ.დ. ციციანოვის ბიოგრაფია, დაწერილი 34 ფურცელზე, რომელთაც ჭვირნიშნად 1844 წ. უზის. ბიოგრაფიას ბოლოში დართული აქვს ლექსი მიძღვნილი პ.დ. ციციანოვისადმი. ლექსში ციციანოვი შემკულია „სახელსატრფოო, მამაცო, მხნეო. სიბრძნისა ზღვაო“ და სხვა ეპიტეთებით. როგორც ამ ლექსიდან ჩანს, ბიოგრაფია ქართულად უთარგმნია ჩვენთვის უცნობ ქართველს ვორონცოვის ხანაში.
-
პავლე ციციანოვი -
ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ქაიხოსრო ივანეს ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი (1795-1869) - დიმიტრი ყიფიანის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზეა წარდგენილი. ...
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დავითის ძე
- გვარი
- დიასამიძე
-
ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...
- ფოტო
-
ნიკო დიასამიძე
კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ გრიგოლის ძე
- გვარი
- კლდიაშვილი
-
სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი (1865-1920) - თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შენობის ხუროთმოძღვარი.
დიმიტრი ყიფიანის ...
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1820 - 1895
-
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა ...
ჭავჭავაძე პავლე ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე. 1899 პეტერბურგი - 1974 Wellfleet, მასაჩუსეტის შტატი. სახელოვანი გენერლის ზაქარია ჭავჭავაძის და ბებიის (მარიამ დავითის ას. ჭავჭავაძე) მხრიდან კი პოეტ ალექსანდრე ...
- ფოტო
-
ნინა რომანოვა და პავლე ჭავჭავაძე
ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- აბელ თამაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...