მეტრეველი სლავა
- სლავა კალისტრატეს ძე
- მეტრეველი
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. სპორტული კარიერის დასაწყისში თამაშობდა ადლერის ახალგაზრდულ გუნდში „ტრუდი“. 1953იდან 1967 წლამდე თამაშობდა რუსეთის შემდეგ საფეხბურთო გუნდებში: 1953-54 – სოჭის „სპარტაკში“, 1955 – გორკის „ტორპედოში“, 1956-62 – მოსკოვის „ტორპედოში“. ცხრაჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, მათ შორის რვაჯერ პირველ ნომრად – 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968 წლებში.
იყო სსრკ თასის მფლობელი 1960 წელს, ევროპის თასის მფლობელი 1960 წელს. ორგზის სსრკ ჩემპიონი – 1960 და 1964 წლებში; სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1962, 1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. 1963-71 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი, 1967-71 წლებში – გუნდის კაპიტანი. 1968 წელს მიწვეული იყო მსოფლიო ნაკრებში ბრაზილიის წინააღმდეგ.
უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 376 მატჩი (84 გოლი), 1958-70 წლებში სსრკ ნაკრებში – 48 მატჩი (11 გოლი). სლავა მეტრეველის სახელობისაა ქ. სოჭის ცენტრალური სტადიონი. ს. მეტრეველი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. სლავა მეტრეველი თბილისში გარდაიცვალა.
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ -
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ტარიელის ძე
- გვარი
- დადიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1844-1896
-
ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი (1844-1896) - მწერალი, ისტორიკოსი. 1880-იან წწ. - "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, მწერალ შალვა დადიანის მამა; გამოირჩეოდა ორატორული ...
ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ირაკლის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
- სხვა სახელი, გვარი
- იური ხერხეულიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1933 - 2020
-
გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933 ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის ...
- ფოტო
-
გიორგი ხერხეულიძე
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...
მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი სიმონის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
გიორგი სიმონის (სვიმონის) ძე მაჩაბელი (1813-1875) (მამა ივანე და ვასილ მაჩაბლების) - კავალერიის პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, რუსეთ-თურქეთის 1853-1856 (ყირიმის ომი) წწ. ომის მონაწილე, სადაც გამოიჩინა ...
ონიკაშვილი ნიკოლოზ
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ (კიკოლა)
- გვარი
- ონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- კიკოლა ონიკოვი; კიკოლა დიაკვანი
-
ნიკოლოზ ონიკოვი - ონიკაშვილი. უწოდებდნენ სახელად კიკოლა დიაკვანს. გიორგი XII-ის მწერალი. იყო მოსკოვს გიორგი XII-საგან გაგზავნილ დეპუტაციის შეშადგენლობაში. დაესწრო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის ...
ჭავჭავაძე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1876 - 1933
-
მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე - თბილისის სათავად-აზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა ...
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი