50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
ჭავჭავაძე
1876 - 1933

მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე - თბილისის სათავად-აზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელზე ევგენია (ჟენია) შაბლიკინაზე.

 მაქსი ჭავჭავაძე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის - მარიამისა და გენერალ ადიუტანტის ზაქარია გულბაათის-ძეს ჭავჭავაძის შვილი. იგი იმდროინდელ საქართველოში განათლებით, კულტურით და ჩამომავლობით აშკარად გამოირჩევოდა. წინანდლის გლეხობაში დიდხანს შემორჩა მაქსის უხვად დარჩენილი სიკეთის მადლი. ის გლეხთა და გაჭირვებულთა შემწე და თანამდგომი იყო. მისი მეუღლე ევგენია შაბლიკინა იყო წმინდა ნინოს სახელობის თელავის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

 მაქს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყოლიათ და გლეხის შვილებს ძალზე პატრონობდნენ. ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, სახლშიც მიჰყავდათ და იქ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათ ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. ყველაზე გამორჩეული კი წინანადალში მხცოვანი მგოსნის აკაკი წერეთლის სტუმრობა იყო. 1911 წელს კახეთში მოგზაური აკაკი წინანდალში მაქსი ჭავჭავაძემ მიიწვია. მასპინძელმა სუფრა გააწყო ბაღში, ვებერთელა  კაკლის ჩრდილის ქვეშ, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც შეკრებილიყვნენ. სადილი შეხამებული იყო კახური სიმღერით და ლხინით. შებინდებულზე აკაკიმ დატოვა წინანდალი დიდი მადლობით მასპინძლისადმი. სოფლის ბოლომდე აკაკის ეტლს გლეხობა მიაცილებდა მაყრულის შემოძახილით.

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ადგილ-მამულების და სახლ-კარის ჩამორთმევაც არ იკმარეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოც გაანადგურეს. მაქსი ჭავჭავაძე იყო უკანასკნელი ჭავჭავაძე, რომელიც წინანდალში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის საბჭომ სკოლას გადასცა. ის ერთხანს მის საკუთრებაში არსებულ სხვა სახლში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ იძულებული გახადეს წინანდალი დაეტოვებინა და თბილისში გადასახლდა. 1933 წეწლს ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.

ჟენია შაბლიკინა, მაქსიმილიანე და სოფიო ჭავჭავაძეებიმაქსი ჭავჭავაძე დასთან სოფიო (სონა) და მეუღლესთან ჟენია შაბლიკინასთან ერთად.

ირაკლი კალანდია

 




ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე დავითის ძე
გვარი
ჩხეიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
5.07.1873 - 1941

ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე - იუნკერთა სკოლის მეთაური. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. კუტნიკი (?!). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა ბრიგადის ...


ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ბატონიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1830

იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.

  1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...

ფოტო
იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილი

ციციშვილი მიხეილ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ დავითის ძე
გვარი
ციციშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1820 - 1895

ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა ...


ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვახტანგის ძე
გვარი
ორბელიანი

ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის ...


გოლიცინი პეტრე ალექსის ძე

სახელი, მამის სახელი:
პეტრე ალექსის ძე
გვარი
გოლიცინი

პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. გოლიცინის ...


ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ქაიხოსრო ივანეს ძე
გვარი
ყიფიანი

ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი (1795-1869) - დიმიტრი ყიფიანის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზეა წარდგენილი. ...


ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ირაკლის ძე
გვარი
ხერხეულიძე
სხვა სახელი, გვარი
იური ხერხეულიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1933 - 2020

გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933  ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის ...

ფოტო
გიორგი ხერხეულიძე
გიორგი ხერხეულიძე

გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.

სახელი, მამის სახელი:
პელაგია ქაიხოსროს ას.
გვარი
გურიელი

პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...



ერისთავი გიორგი რევაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი რევაზის ძე
გვარი
ქსნის-ერისთავი

გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...

ფოტო
ერისთავი გიორგი რევაზის ძე

პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.

სახელი, მამის სახელი:
პრასკოვია პეტრეს ას.
გვარი
პოპოვა

პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...


მარჯანიშვილი თამარ (იღუმენია ფამარი)

სახელი, მამის სახელი:
თამარ ალექსანდრეს ას.
გვარი
მარჯანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
თამარ მარჯანოვა
დაბ.-გარდ. თარიღები
1868 ყვარელი - 1936

თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) - სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯა­ნიშვილის და. დაიბადა საქართვე­ლოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ...

ფოტო
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი

 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად