50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

თამარ ალექსანდრეს ას.
მარჯანიშვილი
თამარ მარჯანოვა
1868 ყვარელი - 1936

თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) - სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯა­ნიშვილის და. დაიბადა საქართვე­ლოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვა­ტორიაში შესასვლელად ემზადებო­და, მაგრამ მშობლების გარდაცვა­ლებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

 თამარი პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და ოჯახის გაძღოლა თავის თავზე აიღო. 1889 წელს კი, ყველასათვის მოულოდ­ნელად, წმ. ნინოს სახ. ბოდბის დედა­თა მონასტერში მონაზვნად აღიკვე­ცა იუვენალიას სახელით. 1902 წელს იგი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და მონასტრის წინამძღვრობა ჩაა­ბარეს. ბოდბის მონასტერი რუსეთის იმპერიის პირველი კლასის სავანეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსეთის წმინდა სინოდმა იცოდა, რომ დედა თამარი ეროვნული მსოფლმხედ­ველობით გამოირჩეოდა. ამიტომ 1906 წელს სინოდმა მას ნოვგორო­დის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს, 1907 წელს, საკუთარი ნების საწინააღმ­დეგოდ, იღუმენია იუვენალია (დედა თამარი) წმინდა სინოდის დადგენი­ლებით, მოსკოვში გადაიყვანეს და მოსკოვის პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად გაამწესეს. დედა თამარის ინიციატივით დაარ­სდა დედათა ახალი სავანე – სერაფიმე­-ზნამენსკის სკიტი, რომელიც 1912 წელს აკურთხა მოსკოვის მი­ტროპოლიტმა ვლადიმერმა (სკიტ­მა თორმეტი წელი იარსება – 1924 წელს იგი ბოლშევიკებმა დახურეს). 1916 წელს დედა თამარი დიდი სქი­მით შეიმოსა და ამიერიდან სქიიღუ­მენიად იწოდებოდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახე­ლი ფამარი.

 1931 წელს დედა თამარი დააპატიმრეს, ბრალდებად წაუყენეს სა­ქართველოში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. გასა­მართლების შემდეგ 60 წლის სქიი­ღუმენიას ხუთი წლით ციმბირში გა­დასახლება მიუსაჯეს. კოტე მარჯანიშვილი ყველა ღონეს ხმარობდა დის გასათავი­სუფლებლად. მან კრემლის ხელი­სუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს მიმართა, მა­გრამ უშედეგოდ. ერთ­ერთი „თა­ვაზიანი“ უარის მიღების შემდეგ, 1933 წლის 4 აპრილის ღამეს, კოტე მარჯანიშვილი მანქანაში გულის შეტევით გარდაიცვალა. კოტეს მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხა­ტვარმა პავლე კორინმა შეუძლე­ბელი შეძლეს და 1934 წელს დედა თამარი გადასახლებიდან დააბრუ­ნეს, მაგრამ საქართველოში ცხოვ­რების უფლება ხელისუფლებამ მას არ მისცა. ტუბერკულიოზით დაავა­დებული თამარი ბელორუსიის რკი­ნიგზის სადგურ პიონერსკაიასთან დასახლდა.

 დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წელს. წესი აუგო სერპუხოვის მთა­ვარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი). დაკრძალეს მოსკო­ვში, ვედენოს მთაზე, ტაძრად მიყვა­ნების სამყოფელში. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე“.

სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი



გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.

 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...


ჭილაშვილი იაგორ (გიორგი) გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი გაბრიელის ძე
გვარი
ჭილაშვილი

იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790 - 1838) - სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ...


წერეთელი ფილიმონ გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
ფილიმონ გრიგოლის ძე
გვარი
წერეთელი

ფილიმონ გრიგოლის ძე წერეთელი (Nobleman Filimon Tsereteli - Full State Counsellor) - ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი. მოღვაწეობდა პოლონეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 1876 წლისთვის სხვადასხვა ...


ბალანჩინი ჯორჯ

გვარი
ბალანჩივაძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ბალანჩივაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1904-1983

ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას ...

ფოტო
გიორგი ბალანჩივაძე
გიორგი ბალანჩივაძე

ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გულბაათ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1796 - 1863

ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა  თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...

ფოტო
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის

მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
სპირიდონ სიმონის ძე
გვარი
მაჭავარიანი

სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.

ვარინკა წერეთელიარინკა წერეთელი ...


კეზელი დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
კეზელი

დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...


ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი დურმიშხანის ძე
გვარი
ჟურული

გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული (1865-1951) - პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი (ფინანსთა მინისტრი). გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებების ილია ჭავჭავაძეზე. ...


აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.

  დაიბადა 1806 წ. (1833 წლის ...


ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ოქროპირ გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი

ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.

 1803 წ. 19 აპრილს, ...

ფოტო
ოქროპირ ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი

იური ჩიქოვანი

სახელი, მამის სახელი:
იური კონსტანტინეს ძე
გვარი
ჩიქოვანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1937-2018

იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ...


ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსი ბესარიონის ძე
გვარი
ჭიჭინაძე

ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917) - პედაგოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი; მიღებული ჰქონდა იურდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ქუთაისში, ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად