ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე
- ალექსანდრე დავითის ძე
- ჩხეიძე
- 5.07.1873 - 1941
-
ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე - იუნკერთა სკოლის მეთაური. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. კუტნიკი (?!). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, შემდეგ პოლონეთში. მსახურობდა პოლონეთის არმიაში 1931 წლამდე. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ლვოვში. 1939 წელს კომუნისტებმა დაიპყრეს ლვოვი და ჩხეიძე დააპატიმრეს როგორც "ხალხის მტერი". მოათავსეს ლვოვის ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს კიევში სადაც მას წაუყენეს ბრალი ქართულ არმიაში მსახურისთვის და ბრძოლისთვის კომუნისტების წინააღმდეგ. 1940 წელს გენერალი ჩხეიძე გადაიყვანეს მოსკოვში სადაც სავარაუდოდ დახვრიტეს. ყავდა მეუღლე სოფიო კვინიტაძე (გენერალი კვინიტაძის და?!), და ორი ვაჟიშვილი.
-
ანდრონიკაშვილი ირაკლი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ივანეს ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1878 - 1931
-
შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი. ...
- ფოტო
-
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი
ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გაბრიელ ბაბანას ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
-
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გრიგოლის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1826 - 1880
-
იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.
სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად. ...
- ფოტო
-
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,
ორბელიანი თამაზ მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- თამაზ მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- თომა ორბელიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1815
-
თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი ...
- ფოტო
-
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ფრანგისტან ანდრიას ძე
- გვარი
- გაბაშვილი
-
ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაშვილი, ერტისი 1853 - პანჩევო (იუგოსლავია) 15.02.1928. სწავლობდა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, შემდეგ ალექსანდროვსკის სამხედრო სასწავლებელში. კავკასიის მსროლელთა №1 ბატალიონის ...
- ფოტო
-
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
ვაჩნაძე ადამ
- სახელი, მამის სახელი:
- ადამ
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა.
29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ...
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
-
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.
ივანეს მამა - ...
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
ავალიშვილი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875 - 1937
-
კავალერისტი, ცხენოსანი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე ავალიშვილი დაიბადა 1875 წელს. 1909 წლიდან იყო V ალექსანდრიელ შავ გუსართა პოლკის ობერ-ოფიცერი.
კონსტანტინე ავალიშვილმა 1912 წელს ლივერპულში ...
- ფოტო
-
ფოტოზე კონსტანტინე ავალიშვილი
აბაშიძე გიორგი
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი
- გვარი
- აბაშიძე
-
აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...