ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე
- გიორგი ირაკლის ძე
- ხერხეულიძე
- იური ხერხეულიძე
- 1933 - 2020
-
გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933 ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1957 წ. წარჩინების დიპლომით. ინსტიტუტში მიიღო მონაწილეობა ჰიდრავლიკის ლაბორატორიის კვლევებში (მდ. გლდანულაზე ხიდის ზონაში კალაპოტური პროცესების რეგულირება).
1957 წ. დაიწყო მუშაობა საკავშირო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში “სოიუზდორპროექტის” (“საკ- გზაპროექტის“) თბილისის ფილიალში, ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მიიღო მონაწილეობა ხიდების, ტიპური საყრდენი კედლების პროექტებისა და ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შემუშავებაში, ამ დოკუმენტებში ჩართული იყო მის მიერ შემუშავებული ნაპირდაცვითი დეზების ოპტიმალური განლაგების ფორმულები (М:“ Мосгипротранс“, 1961).
1961 – 1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ლაბორატორიაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში, მდინარეთა რიონის, ვახშის და თელავისხევი–მაცანცარას კალაპოტების მოდელებზე შეიმუშავა: მდ. რიონის წყალგამყოფი კვანძის, მდ. ვახშზე არსებული ხიდისა, და თელავის ხევის (ქ. თელავში) ჩამონადენის ოპტიმალური მართვისა და რეგულირების რეკომენდაციები, რომლებიც განხორციელდა დაპროექტების შემდეგ. 1965 წელს დაამთავრა სოფლის მეურნეობის აკადემიის ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი სპეციალობით „სამთო მელიორაცია“, ხოლო 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით „ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია“.
1967 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში): 1978 წლამდე – უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1978– 2005 წლებში ლაბორატორიის გამგე, 2005 წლიდან დღემდე – წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
განვლილ პერიოდში, პასუხისმგებელი ან ხელმძღვანელის რანგში ასრულებდა სახელმწიფო პროგრამებით, სხვადასხვა ხელშეკრულებებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს (თემებს) ღვარცოფმცოდნეობისა, მდინარეთა კალაპოტების ჰიდრავლიკისა და რეგულირების დარგში. ბოლო პერიოდში იღებდა მონაწილეობას საქართველოს ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ცნობარის მომზადებაში და საქართველოს რეგიონთა ღვარცოფსაშიში ზონების რუკების შემუშავებაში.
გამოქვეყნებული აქვს 123 შრომა, მათ შორის: მისი რედაქციით და მონაწილეობით შემუშავდა და გამოქვეყნდა 1 მილიონიანი მასშტაბის: საქართველოს (2), ამიერკავკასიის დაღესტნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვარცოფსაშიში ტერიტორიების რუკები და შემუშავებული იქნა 15 ნორმატიული სახის დოკუმენტი და მითითება.
დაჯილდოებულია: 1971 წ. - სსრკ ჰიდრომეტსამსახურის წარჩინების ნიშანი; 1982 წ. – სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტის საპატიო სიგელი “სახალხო მეურნეობის ჰიდრომეტეოროლოგიურ მომსახურებაში მაღალი მაჩვენებლებისათვის”; 1983 წ. – საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება “ნაყოფიერი მუშაობისათვის ბუნების დაცვის დარგში”; 1984 წ. – სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი – “გეოგრაფიულ მეცნიერებათა სფეროში გამორჩეული სამეცნიერო შრომებისათვის”; 2003 წ. – საქართველოს ღირსების მედალი; 2013 წ _ საქართველოს ღირსების ორდენი; 2013 წ.-Медаль за заслуги в области селеведения. “Debris Flow Association” (Russian Federation).
გიორგი ხერხეულიძე გარდაიცვალა 2020 წლის 1 ნოემბერს.
სტუ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
თსუ, მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი -
გიორგი ხერხეულიძე -
ანდრონიკაშვილი ზაზა ზაალის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ ზაალის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ზაქარია ზაალის ძე
-
ზაზა (ზაქარია) ზაალის ძე ანდრონიკაშვილი - სახლთუხუცესი მეფის ძის იოანესი, შვილია მარტყოფის მოურავის ზაალისა. ზაალ ანდრონიკაშვილი განთქმული მეომარი იყო. მისი სახელი ცნობილი იყო მომდევნო თაობის ...
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...
ორბელიანი ივანე მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ივანე მამუკას (მაკარის) ძე ორბელიანი (1844-1919) - გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის გმირი. ყავდა მეუღლე მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკაია (და რუსეთის შინაგან საქმეთა ...
- ფოტო
-
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები
ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ იაკობის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
-
ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე ავალიშვილი (1844-1929) - მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე; (შვილი იმ დროს ცნობილი მწიგნობარის და კალიგრაფის - იაკობ ავალიშვილისა. გარდ. 1849 ...
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
-
სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.
ვარინკა წერეთელი ...
ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბესარიონ ლევანის ძე
- გვარი
- ღოღობერიძე
-
ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე (1832 - 1879) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, "ქშწ-კგ საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და პირველი ...
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
თუმანიშვილი ისააკ შიოშის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ისააკ შიოშის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
-
ისააკ შიოშის ძე თუმანიშვილი (1804 - ?). გენერალ-ლეინტენატი, საზოგადო მოღვაწე. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში, იყო წევრი "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული ...
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
-
ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...
- ფოტო
-
თავად ჯავახიშვილების გერბი
ციციშვილი მარიამ გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ გიორგის ას.
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1850
-
მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: ...
- ფოტო
-
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ