ანდრონიკაშვილი ზაზა ზაალის ძე
- ზაალ ზაალის ძე
- ანდრონიკაშვილი
- ზაქარია ზაალის ძე
-
ზაზა (ზაქარია) ზაალის ძე ანდრონიკაშვილი - სახლთუხუცესი მეფის ძის იოანესი, შვილია მარტყოფის მოურავის ზაალისა. ზაალ ანდრონიკაშვილი განთქმული მეომარი იყო. მისი სახელი ცნობილი იყო მომდევნო თაობის ხსოვნაშიც.
გრიგოლ ორბელიანი თავის „სადღეგრძელოში“ მას ასეთი სიტყვებით ასხამს ქებას: „და მეფის ძალნი, ოთხნი ზაალნი თითო ერთ ჯარად დაფასებულნი!“– და სქოლიოში შენიშნავს: „ესენი იყვნენ ერთ დროს, გვარად: ორბელიანი, ბარათაშვილი, ანდრონიკაშვილი–კუზიანი და ბორტისშვილი მაჩაბელი.
მეფე ირაკლი იტყოდა: თითო ზაალ ღირს თითო ჯარად“. ზაალ ანდრონიკაშვილი მარტყოფისა და ლილოელი ოსების მოურავად ჩანს დავით ბატონიშვილის რეგენტობის დროსაც. მაგრამ 1805 წ. ზაალ იხსენიება „სანატრელის“ ეპითეტით.
ზაალის შვილი ზაზა (ზოგ რუსულ წყაროში ზაქარიად წოდებული) ისტორიაში პირველად გვხვდება 1800 წლის 7 ნოემბერს, ნიახურას ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ქართველთა ჯარს სარდლობდნენ გიორგი XII-ის შვილები იოანე და ბაგრატ; ზაზა ანდრონიკაშვილი, როგორც იოანე ბატონიშვილის სახლთუხუცესი, ამ ბრძოლაში ცხოველ მონაწილეობას იღებდა და თავიც ისახელა.
1801წ. 9 მარტს იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები გაემგზავრნენ პეტერბურგს; ამათგან იოანე ბატონიშვილს სხვა მხლებლებთან ერთად ახლდა ზაზა ანდრონიკაშვილი. ესენი პეტერბურგს 15 მაისს ჩავიდნენ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააჯილდოვა ამალის წევრნი, მათ შორის ზაზაც, რომელსაც უბოძა ბრილიანტითა და აფალით შემკული ბეჭედი.
ზაზა ანდრონიკაშვილმა პეტერბურგში 11 წელი დაჰყო. იგი მომხრე იყო დავით ბატონიშვილისა.
პეტერბურგში ყოფნისას ზაზა ხშირად ხვდებოდა საფრანგეთის ელჩს რუსეთის იმპერატორის კარზე კოლენკურს და მთელ ღამეებს ატარებდა მასთან საუბარში
პაულუჩის ცნობით ზაზა მცოდნეა ფრანგულისა და „თავისუფალ იდეათა მქონი“.
1811 წ. ივლისში ზაზა ანდრონიკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. რტიშჩევის 1813წ. 4 იანვარის რაპორტში იმპერატორისადმი ნათქვამია, რომ თითქოს პეტერბურგში მყოფმა საქართველოს მეფის ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ქართლ-კახეთის მეფედ დაედგინათ დავით ბატონიშვილი. ამ განზრახვის განსახორციელებლად იოანე ბატონიშვილმა ფული მისცა და ისე გამოგზავნა საქართველოში ზაზა ანდრონიკაშვილი.
საქართველოში ჩამოსული ზაზა, პაულუჩის ცნობით, მაშინვე გაემგზავრა კახეთს და დარჩა იქ იქამდე, სანამ აჯანყება იფეთქებდა. 1812 წ. კახეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ პაულუჩიმ აღუთქვა ზ. ანდრონიკაშვილს გარკვეული გასამრჯელო და მიგზავნა გრიგოლ ბატონიშვილთან, რათა იგი დაეყაბულებინა დანებებას.
შემდეგში გრიგოლ ბატონიშვილი წერს ლექსს, რომელშიაც დაწვრილებით აღწერს, თუ რა ღონეს მიმართა ზაზამ მის წამოსაყვანად. ლექსს სათაურადა აქვს „თქმული საქართველოს მეფის ძის გრიგოლისაგან თავის ტუსაღობის 80 ჟამსა, ოდეს შვედის კერძო დაჰყარეს პეტრეზაოდ წოდებულსა ქალაქსა შინა, როცა რომ ზაზა ენდრონიკოვმა მოტყუებით მოიყვანა ლეკთაგან“ ამ ლექსში ზაზა ასეა შემკული: „კამბეჩოვანსა აღზრდილმან, ზაქმან ზაზამან წყეულმან, პატრონის ორგულობაზე სანიადაგოდ ჩვეულმან“. ზაზას ორგულობაზედ გრიგოლი წერს მეორე ლექსშიაც.
ზ. ანდრონიკაშვილი 1812 წლის შემდეგ კვლავ პეტერბურგშია როგორც „Уполномоченни грузинских дворян в петербурге“.
ზ. ანდრონიკაშვილის პეტერბურგში მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს პეტრე ლარაძე თავის „მუხამბაზში“.
პ. იოსელიანის ცნობით, „1818 წელს ესე ზაზა და დოსითეოს ეპისკოპოსი ფიცხელაური წარვიდნენ ნევის მდინარის შესართავსა ფინის ზღვის პირსა და აქა ბანაობდნენ ცურვითა აქ აღელდა ზღვის პირი. დოსითეოს ცურვითა გამოვიდა წყლის პირსა და ზაზა, მოტაცებული ღელვისგან, დაირჩო. ვერცა იპოვეს ვერცა გვამი მისი“.
მაგრამ ეს ფაქტი – ზაზას დახრჩობა – უნდა მომხდარიყო 1818 წელზე ადრე, რადგან დოსითეოს ფიცხელაური ეპისკოპოსად აკურთხეს პეტერბურგს 1812 წ. 30 იანვარს, ხოლო 1815 წლის 24 იანვარს პეტერბურგს 1812 წ. 30 იანვარს, ხოლო 1815 წლის 24 იანვარს პეტერბურგიდან წამოსულია, უკვე მოსკოვსაა, თბილისს კი ჩამოვიდა 1815 წ. 28 მარტს. ე. ი. მას ფინეთის ზღვის ყურეში შეეძლო ებანავა მანამდე, 1814 წ. ზაფხულში. 1815 წ. „კაზენნი ექსპედიცია“ ისტუმრებს უკვე ზაზა ანდრონიკაშვილის ვალებს.
ამას გარდა ტობოლსკის სამოქალაქო გუბერნატორი 1815 წლის 17 აპრილს იტყობინება, „ივანე ანდრონიკოვმა, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად არის აქ დაკავებული, მთხოვა შემდეგი: გარდაიცვალა მისი ვაჟი ზურაბ ანდრონიკოვი და აგრეთვე მისი ძმა ზაზა ანდრონიკოვი. იციან თუ არა ამის შესახებ მისმა შინაურებმა, არ იცის და ამიტომ სთხოვეს შეუთვალონ მათ ამათი სიკვდილი“.
„ზაზა ანდრონიკოვი დანიშნული ყოფილა მარიამ ბატონიშვილის ქალზე ანასტასიაზე (ციციშვილი). ანასტასიას როცა გაუმჟღავნეს ზაზას დახრჩობა, „მოწყენილი იყო. ამ დროს მოიყვანეს ალავერდა საზანდარი. ამ სიმღერაში ეს საზანდარი შეუყვარდა. იმან მოიტაცა და წაიყვანა თავის სახლში აბანოსთან. კათალიკოსმა წარმოაყვანინა ქალი და დაუწყეს დევნა. მაშინ ის თათარი შევიდა გოგილოს აბანოსთან გამოქვაბულში. მთელი ქალაქი მოდიოდა მისი აზანის საყურებლად. ანასტასია რომ მოკვდა, იმან სალამური გასტეხა და თარი აიღო. მერე აღარც ცოლი შეურთავს.
- თავადი
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- არჩილ გულბაათის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1841 - 1902
-
ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.
1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს
- ფოტო
-
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გულბაათ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...
- ფოტო
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
ყარაშვილი ივანე იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე იოსების ძე
- გვარი
- ყარაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ყარაევი
-
ივანე იოსების ძე ყარაშვილი (ყარაევი). ექიმი. 1801 წლის 5 ნოემბერს ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: „განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ...
ციმაკურიძე სიმონ
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ციმაკურიძე
-
აზნაური სიმონ ციმაკურიძე - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ტობოლსკში 1813 წლის მაისიდან. 1818 წელს მანიფესტის გამოცემისას მისი გვარი არ იყო შეტანილი არც განთავისუფლებულთა და არც ...
გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პელაგია ქაიხოსროს ას.
- გვარი
- გურიელი
-
პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...
ორბელიანი მამუკა (მაკარ) ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მამუკა (მათე, მაკარ) თამაზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
მამუკა (მაკარ) თამაზის (თომას) ძე ორბელიანი (1800-1871) - გენერალ-მაიორი, აქტიურად მონაწილეობდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828-1829 და 1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში; იბრძოდა აგრეთვე ...
- ფოტო
-
მათე (მაკარ) ორბელიანი
ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ იოანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1789 - 1830
-
გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.
დაიბადა 1789 წ. თბილისში, ...
- ფოტო
-
მამა - იოანე ბატონიშვილი
შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი იოსების ძე
- გვარი
- შალიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 16.02.1896 - 8.03.1978
-
დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...
- ფოტო
-
დიმიტრი შალიკაშვილი
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
გოლიცინი პეტრე ალექსის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პეტრე ალექსის ძე
- გვარი
- გოლიცინი
-
პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. გოლიცინის ...