ჯავახიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ... ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.
„თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა შინა კერძოდ ჯავახეთისა და ესენი იტყოდნენ ქართლოსიანთა გვარობასა ჯავახისისაგან შთამომავლობასა, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა, ოდეს მეფე იქმნა ბაგრატ წელსა 1360 და დროსა ამისასა მოვიდა ლანგ თემურ და ბრძო მეფესა, მაში ჯავახოს სახელწოდებით დიდად გაისარჯა და მრავალგან ბრძო თათართა და შემდგომად მეფემან ამანვე გადმოასახლა ჯავახასა და სახლეულნი მისნი და დააშენა გაღმა მხრის ფხოელს ადგილასა შინა და უბოძა ხეობასა მას შინა ადგილნი და სოფელნი“.
ქართლელი ჯავახიშვილების წინაპრები გამრეკელ–თორელნი ყოფილან, XII საუკუნიდან გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში სოფ. ხოვლეში.
1454 წელს მეფე გიორგიმ გორის მოურავობა უბოძა გამრეკელ–ჯავახიშვილს.
თავად ჯავახიშვილთა გერბი
ლევან ბერაია
-
ქართული ფეოდალური იერარქია
-
ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)
რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...
ვეზირიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.
დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...
ბებუთაშვილი
-
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...
მიქელაძე
-
მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი.
თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ვაკის თავადი ...
ალექსი-მესხიშვილი
-
ალექსი-მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ.
დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, ...
ამილახვარი
-
ამილახვრები
თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან ...
ამილახორი (ანუ ამილახვარი)
-
ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.
დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი ...
ცქიტიშვილი
-
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, ...
ჭილაძე
-
ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ...
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
ნიჟარაძე
-
ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი ...
-