ნიჟარაძე
-
ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი საცხოვრისი სვანეთი ყოფილა. იქიდან მოსულა სამი ძმა ნიჟარაძე, რომელთაგან ერთი ქუთაისის გორაზე დასახლებულა. მეორე წასულა აჭარაში და მესამე აფხაზეთში.
ნიჟარაძეთა საგვარეულოს შესახებ ცნობა დაცულია ეპიგრაფიკულ წყაროებშიც: ნიჟარაძე დასახლებულია ნიგოითის წმიდა გიორგის საყდრის დასავლეთის ფასადის წარწერაში. რომელიც XIV ს. არის დათარიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ნიჟარაძეს XV ს. იმერეთის "უწარჩინებულეს" გვარებს შორის ასახელებს.
ნიჟარაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI საუკუნის პირველ ნახევარშია სავარაუდებელი. ნიჟარაძეები ძლიერი ფეოდალები იყვნენ. მათი ყმათა საერთო რაოდენობა XVIII საუკუნეში 600 კოლმს უდრიდა. ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი მერაბ ნიჟარაძე 47 კომლ ყმას გლეხს და 6 კომლ აზნაურს ფლობდა.
XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეები დამსახურებული თავადები ჩანან. მაგრამ სოლომონ I–ის დროს ისინი შერისხულები არიან.
დიდ წარმატებას აღწევენ ნიჟარაძეები სოლომონ II–ის მეფობაში. ამ დროს მათ მნიშვნელოვანი სახელოები უჭირავთ.
1791 წ. აბესა ნიჟარაძეს მარიამ დედოფლის მოლარეთუხუცესობა აქვს; 1795 წელს ნიჟარაძე ხაბაზთუხუცესად არის დასახელებული. 1803 წელს კი ამ თანამდებობასთან ერთად მას ფარცახანაყანების მოურავობაც ებოძა.
იმერეთის სამეფოში რუსული თვითმმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით ნიჟარაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.
ნიჟარაძეთა აზნაურები იყვნენ: დიდიძეები, ალერწიანები, თათეიშვილები, ათაბეგები, ნიჟარაძეები, ჭყონიები და სხვა.
ნიჟარაძეების გენეალოგია (ფრაგმენტები)
-
ბახუტაშვილი
-
„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ...
ვეზირიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.
დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...
ლორთქიფანიძე
-
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...
ნათიშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგან შემოკლებული „კავშირი“ პროკლეს მიერ ...
ხერხეულიძე
-
ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...
წერეთელი
-
თავადი წერეთლები.
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...
ბაქრაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...
ქვაბისხევი (ბორჯომი)
-
ქვაბისხევი
იაშვილი
-
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. ...
არაგვის-ერისთავი
-
პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს და ...
გუნცაძე
-
იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს ...
ბოსტაშვილი
-
„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...
-