ბაგრატიონ-გრუზინსკაია გაიანე გიორგის ას.
- გაიანე გიორგის ას.
- ბაგრატიონი
-
გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ არის, რადგან დედა მისი პაპუა ანდრონიკაშვილის ასული ქეთევან გარდაიცვალა 1782 წ. წლის 2 ივნისს თეიმურაზზე მოლოგინების შემდეგ (თეიმურაზი კი დაიბადა 1782 წლის 23 აპრილს), ამიტომ უფრო სწორი ჩანს ოფიციალური ცნობა 1801 წლის 1 აპრილისა, რომლის თანახმად გაიანე 20 წლისად არის ნაჩვენები ამის მიხედვით ის დაბადებულა 1780 წ.
1806 წლის სექტემბერში გენ–მაიორმა ნესვეტაევმა მიიღო გუდოვიჩის მიწერილობა – ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე გაეგზავნა თელავიდან მოსკოვს.
1808 წ. თებერვალში ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე მოსკოვში არიან, ითხოვენ პენსიის მომატებას და მოსკოვიდან პეტერბურგში დასახლებას.
გაიანე ბატონიშვილი იღებდა 900 მანეთს პენსიას წელიწადში. მისთვის როგორც გაუთხოვრისთვის ჩათვალეს, რომ ეს პენსია საკმარისია.
1808 წ. 15 ივნისს გაიანე ბატონიშვილს, რომელიც თხოვდებოდა პოლკოვნიკ გიორგი ერისთავზე, სახელმწიფო საბჭომ დაუნიშნა მზითევი – 12000 მანეთი, იმ ოდენობისა, როგორიც ეძლეოდათ ფრეილინებს გათხოვებისას.
გაიანე ბატონიშვილი 1808 წ. გახდა მეუღლე გიორგი იესეს ძე ერისთავისა (სენატორისა) (1772–1863).
გაიანე გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს, დასაფლავებულია იკორთის მონასტერში.
დარჩა ვაჟი ზაქარია და ქალები ქეთევან და მარიამი. ქეთევანი გათხოვდა მამუკა ორბელიანზე, მარიამი გრიგოლ ერისთავზე. მისი ვაჟი ზაქარია ერისთავი, პოლკოვნიკი, მოკლეს ლეკებმა 1850 წ. 4 აგვისტოს ზაქათალიდან მუღანლოს გზაზე.
-
ანდრონიკაშვილი ირაკლი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ივანეს ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1878 - 1931
-
შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი. ...
- ფოტო
-
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი
ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- აბელ თამაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...
გურიელი გრიგოლ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ დავითის ძე
- გვარი
- გურიელი
-
გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.
1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...
მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ იოსების ას.
- გვარი
- მამაცაშვილი
-
მარიამ იოსების ას. მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა - იოსებ მამაცაშვილის შვილი, თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ჯავახიშვილის მეუღლე. იოსებ მამაცაშვილის წრის წევრებმა სოფელ ხოვლეში კერძო ქართული სკოლა ...
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მალხაზ თეიმურაზის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...
- ფოტო
-
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
ამილახვარი დიმიტრი გიორგის ძე
- გვარი
- ამილახვარი
- სხვა სახელი, გვარი
- ბაზორკა
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1906 - 1942
-
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1906 - 1942) საფრანგეთის არმიის ოფიცერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ფრანგული წინააღმდეგობის გმირი. დაიბადა სოფ. ბაზორკინოში (ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი). ...
- ფოტო
-
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
ბაგრატიონი ანასტასია ერეკლეს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- ანასტასია ერეკლეს ას.
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბატონიშვილი ანასტასია
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1763 - 1838
-
ანასტასია ბატონიშვილი (1763 – 1838). ერეკლე მეორის ასული. 1798 წ. გათხოვდა რევაზ ქსნის ერისთავზე, გიორგი ყულარაღასის შვილზე. ჰყავდა ოთხი ვაჟი: 1. შალვა რევაზის ძე ერისთავი, რომელიც შემდეგში ცოლად ...
- ფოტო
-
ანასტასია ბატონიშვილი
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსი ბესარიონის ძე
- გვარი
- ჭიჭინაძე
-
ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917) - პედაგოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი; მიღებული ჰქონდა იურდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ქუთაისში, ...
ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გაბრიელ ბაბანას ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
-
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...