აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე
- ანტონ ნიკოლოზის ძე
- აფხაზი
- 1832 წლის აჯანყების მონაწილე
- პოდპორუჩიკი
-
ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.
დაიბადა 1806 წ. (1833 წლის თებერვალში მან უჩვენა შეთქმულების საგამოძიებლო კომისიას, რომ იგი 27 წლისაა). მამა მისი ნიკოლოზი ერეკლეს დროის ცნობილი მხატვარია, დედა – სოფიო ნიკოლოზ გურამიშვილის ასული იყო მეფე გიორგი XII-ის ნათლული.
1832 წ.შეთქმულების გამომჟღავნებამდე ანტონი მსახურობს პოდპორუჩიკად. იგი ახლო ნაცნობია სოლომონ დოდაშვილისა. „ანტონ აფხაზზე ახლო ნაცნობი მე არა მყოლია“ - უჩვენებს დოდაშვილი. ანტონი იყო სოლომონის ერთ–ერთი მეჯვარე.
ანტონ აფხაზი არ ყოფილა შეთქმულების მაინცდამაინც აქტიური მონაწილე. როგორც შეთქმულების საგამომძიებლო მასალებიდან ჩანს, ანტონი ყაზარმელთა წრეში ოთხჯერ თუ მოხვდა.
როგორც ცნობილია, იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულები დაასმინა ვოლხოვსკისთან. მთავარმართებელი როზენი როდესაც გაეცნო ვოლხოვსკის ინფორმაცის, უნდობლად შეხვდა ამ ამბავს. იასეს დანასმენის შესამოწმებლად როზენმა გამოსაკითხად დაიბარა ანტონ აფხაზი. ანტონმა პირველსავე გამოკითხვისას (1832 წ. 10 იანვარს) უჩვენა: ერთხელ ვახშამზე სოლომონ დოდაშვილის ბინაზე ალექსანდრე ორბელიანმა მოითხოვაო დამსწრეთაგან ფიცის დადება. ეს დადასტურება იყო იესეს დანასმენისა და ანტონის ჩვენებას მოჰყვა სხვათა დაპატიმრება. თვით ანტონი დააპატიმრეს 11 იანვარს.
საგამოძიებლო კომისიამ ის მიაკუთვნა დამნაშავეთა მეექვსე კატეგორიას. ამ კატეგორიაში შედიოდნენ ის „პირნი, რომელთაც იცოდნენ შეთქმულების ამბავი და შეიძლება ეჭვმიტანილ იქნან იმაში, რომ ისინი ეთანხმებიან შეთქმულებას“.
ანტონ აფხაზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1833 წლის 7 სექტემბერს და გაგზავნეს სამსახურში კავკასიის ხაზზე. აქ ის მსახურობს ქვეითა პოლკში პოდპორუჩიკად. 1836 წ. 4 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ის დასახლდა თბილისში. მასზე დაწესებული იყო ფარული მეთვალყურეობა. გარდაიცვალა 1837 წელს.
- თავადი (კახეთი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
ორბელიანი ივანე მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
- მონაწილეობდა ომებში
-
- რუსეთ-თურქეთის 1877-1878
- რუსეთ-იაპონიის
- ორდენი, ჯილდო
-
- წმ. ანას პირველი ხარისხის
- წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
- წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ხმლით და ბანტით
- ფოტო
-
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები
ჭილაშვილი ბორის გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბორის (ბაბანა, ბეჟან) გაბრიელის ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-მაიორი
- სამხედრო თანამდებობა
- ჭარ-ბელაქანის სამხედრო ოლქის და ლეკეთის საკორდონო ხაზის უფროსი.
- მონაწილეობდა ომებში
- კავკასიის ომები
ციციშვილი გიორგი უთრუთის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი უთრუთის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- ფაქტი, მოვლენა
- 1812 წლის აჯანყების მონაწილე
ბაგრატიონ-დავითაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- ცხოვრობდა
- თბილისი
- თანამდებობა, სახელო
-
- გორის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი
- თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
პოლტორაცკი ივანე ეგნატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე ეგნატეს ძე
- გვარი
- პოლტორაცკი
- ცხოვრობდა
- თბილისი - ოქროყანა
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ გაბრიელის ძე
- გვარი
- ყარალაშვილი
- სამხედრო ჩინი
- პოდპოლკოვნიკი
- მონაწილეობდა ომებში
- ჩინეთზე ლაშქრობა 1900-1901
- ორდენი, ჯილდო
-
- წმ. ანას მესამე ხარისხი
- წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის
- გარდაცვალების მიზეზი
- დახვრიტეს 1924 წელს კომუნისტებმა
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
- სამხედრო თანამდებობა
- თბილისის სამხედრო გუბერნატორი
- მონაწილეობდა ომებში
- რუსეთ-თურქეთის 1853-1856
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
აბაშიძე გიორგი
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი
- გვარი
- აბაშიძე
- სამხედრო ჩინი
- პოლკოვნიკი
-
იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა...
დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკო გიორგის ძე
- გვარი
- დადიანი
- სხვა სახელი, გვარი
- დიდი ნიკო
- ცხოვრობდა
- ზუგდიდი
- თანამდებობა, სახელო
- მსაჯულთუხუცესი (სამეგრელოს სამთავრო)
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-მაიორი
- მონაწილეობდა ომებში
- რუსეთ-თურქეთის 1828-1829
- ორდენი, ჯილდო
- წმ. ანას პირველი ხარისხის
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
ლურსმნით გამოთხარა კედელი და პატიმრები გამოაპარა...
ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ირაკლის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
- სხვა სახელი, გვარი
- იური ხერხეულიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1933 - 2020
- ფოტო
-
გიორგი ხერხეულიძე
ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია გულბაათის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
- სამხედრო თანამდებობა
- კავკასიის სამხედრო კორპუსის მეთაური
- მონაწილეობდა ომებში
- რუსეთ-თურქეთის 1877-1878
- ორდენი, ჯილდო
-
- ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
- ალმასებიანი ოქროს ხმალი
- ბუხარის ოქროს პირველი ხარისხის ალმასებიანი ვარსკვლავით
- თეთრი არწივის
- ოქროს დაშნა "მამაცობისთვის"
- ფოტო
-
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე