ჭავჭავაძე ელისაბედ ზაქარიას ას.
- ელისაბედ ზაქარიას ას.
- ჭავჭავაძე
- ელისაბედ ლასკარი
- 1874 - 1912
-
ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ჭავჭავაძე.
1898 წელს საქართველოში გაიცნო და გათხოვდა, ბესარაბიელ თავად, სამოქალაქო ჩინით "ნადვორნი სოვეტნიკ" ვასილი კონსტანტინეს ძე ლასკარზე. ახალდაქორწინებულები მოლდავეთში დასახლდნენ. აქ ელისაბედს ქართველ პრინცესად (ლამაზი ლიზად) მოიხსენიებდნენ. შეეძინათ ქალიშვილი მარინა.
ნატალია დადიანთან (მეუღლის გვარია) ერთად, 1900 წელს კიშინიოვში დაარსეს და აღაშენეს ქალთა გიმნაზია. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში ცეკას შენობა იყო. ამჟამად მოლდოვეთის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.
ელისაბედ ჭავჭავაძე დაკრძალულია კიშინიოვის ცენტრალურ „სომხურ“ სასაფლაოზე. სახელი "სომხური" მიენიჭა იმის გამო, რომ სასაფლაო სომხეთის ქუჩაზეა. აქ არის, რუმინეთის, მოლდოვას და რუსეთის იმპერიის ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა სამარხები.
2015 წლამდე, ელისაბედ ჭავჭავაძის საფლავი სავავლალო მდგომარეობაში იყო. მოლდოვას ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით, მოხერხდა საფლავის განახლება.
ელისაბედ ჭავჭავაძე ახალგაზრდა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის და მისი ქალიშვილის მარინას გარდაცვალების ამბავი ბურუსით არის მოცული. ერთი ვერსიით, ლიზას სასახლეს ცეცხლი წაუკიდეს, გადაწვეს და ლიზაც იქ დაიწვა თავის ქალიშვილთან ერთად. (იმ დროს მოლდავეთში გახშირებული იყო ღარიბი მოსახლეობის შეტაკებები ებრაელებთან და მდიდრებთან).
ირაკლი კალანდია
-
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი -
მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი სიმონის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
გიორგი სიმონის (სვიმონის) ძე მაჩაბელი (1813-1875) (მამა ივანე და ვასილ მაჩაბლების) - კავალერიის პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, რუსეთ-თურქეთის 1853-1856 (ყირიმის ომი) წწ. ომის მონაწილე, სადაც გამოიჩინა ...
შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი იოსების ძე
- გვარი
- შალიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 16.02.1896 - 8.03.1978
-
დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...
- ფოტო
-
დიმიტრი შალიკაშვილი
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე პლატონის ძე
- გვარი
- მიქელაძე
-
ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გულბაათ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...
- ფოტო
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
კეზელი დავით ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ივანეს ძე
- გვარი
- კეზელი
-
დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1820 - 1895
-
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა ...
მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- მელიქიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1856 - 1909
-
დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ...
- ფოტო
-
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
თუმანიშვილი ისააკ შიოშის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ისააკ შიოშის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
-
ისააკ შიოშის ძე თუმანიშვილი (1804 - ?). გენერალ-ლეინტენატი, საზოგადო მოღვაწე. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში, იყო წევრი "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული ...
ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ედიშერ ივანეს ძე
- გვარი
- ჯანდიერი
-
ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას ...
რჩეულიშვილი გრიგოლ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ივანეს ძე
- გვარი
- რჩეულიშვილი
-
გრიგოლ ივანეს ძე რჩეულიშვილი (1820-1877) - მწერალი (პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი). ვ. კოტეტიშვილის თქმით (რჩეული ნაწერები, I, თბ., 1965, გვ. 254): გრიგოლ რჩეულიშვილი "მე-19 საუკუნის ქართულ ...
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...