ახვლედიანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.
იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დაიწყო თავადაზნაურული გვარების აღწერა. 1868 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეადგინა თავად–აზნაურთა ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. ამ სიაში ახვლედიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც სამეგრელოს თავადური გვარი.
ლევან ბერაია
-
ანჯაფარიძე
-
ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.
„ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და მადლო, და ...
ბარათაშვილი
-
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...
ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...
ჟორდანია
-
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.
1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.
იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.
ლევან ბერაია
ქოჩაკიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...
ფიცხელაური
-
აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე ...
გაწერელია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.
ლევან ბერაია
აბულაძე
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
-