ბარათაშვილი
-
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ორბეთი–სამშვილდის მებატონეები ხდებიან და „საორბელოსაც“ „საბარათიანოდ“ აქცევენ.
საბარათიანოს, როგორც სათავადოს, ფუძემდებლად მიჩნეულია ბარათა ქაჩიბაძე, რომელიც XV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ალექსანდრე პირველის (1412–1442) მოლარედ მუშაობდა.
საბარათიანოს საზღვრების დაზუსტება არ ხერხდება. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება იმ ტერიტორიის მოხაზვა, რომელზედაც საბარათიანო წარმოიქმნა.
ბარათაშვილებს – წერს ვახუშტი ბაგრატიონი – „უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნის საერისთავონი ტფილისის სამხრით ვიდრე ლორე–ფარვანამდე, თვინიერ მეფის სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა“. მაშასადამე, ვახუშტის აზრით, ბარათაშვილებს ვეებერთელა ტერიტორია უკავიათ. მართალია ამ მხარეში სამეფო–სახასო ქონებაც არის და საეკლესიო ყმა–მამულებიც, მაგრამ ეს ქვეყანა ძირითადად მაინც ბარათაშვილებს ეკუთვნით და ამიტომაა, რომ ამ მხარეს საბარათიანო ეწოდება.
ბარათაშვილები პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე ჩანან კონსტანტინეს მეფობის დროს (1479–1504) მათი სახლი სამეფო სახლის ნათესავი ხდება, დავით ქაჩიბაძის ქალიშვილს ცოლად ირთავს დავით ბატონიშვილი. მეფის სადროშოც ამ გვარის სახელოა. XVI საუკუნეში ბარათაშვილები უკვე მეწინავე სადროშოს სარდლები არიან.
ბარათაშვილების სახლი ძლიერი და რიცხვმრავალი იყო. თუ საბარათიანოს რეზიდენციას სამშვილდე წარმოადგენდა და აქ ამ საბარათიანოს უფროსი იჯდა. საბარათიანოს სახლის შვილები საბარათიანოს სხვადასხვა კუთხეში იჯდნენ და თვითონ განაგებდნენ თავიანთ საუფლისწულოებს. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ამ ნიადაგზე საბარათიანოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შემდეგი სათავადოები: საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო, აბაშიშვილების სამფლობელო, ფალვანხოსროშვილები, ქავთარაშვილები, იარალიშვილები, იოთამიშვილები, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო. საბარათიანო, როგორც დამოუკიდებელი სათავადო თანდათან დაკნინდა და XVIII საუკუნეში მთლიანად მოიშალა. საბარათიანოს ნანგრევებზე წარმოშობილ სათავადოებს შორის გაიშალა პირველობისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდნენ ყაფლანიშვილები. ასე რომ XVIII საუკუნისათვის სომხით–საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა ყაფლანიშვილებს ეკუთვნით. დანარჩენი სათავადოები უფრო ფეოდალურ „სახლებს“ წარმოადგენდნენ, ვიდრე სათავადოებს.
გოსტაშაბიშვილები: გოსტაშაბიშვილები სათავეს იღებენ გოსტაშაბ–ბარათაშვილისაგან (მოიხსენება 1523 წლის გაყრილობის წიგნში).
საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა–მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაბაშიშვილების ცენტრი იყო სოფელი ალმევი, სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული ეკლესია. XVII–XVIII ს. მიჯნაზე 300–მდე ყმა–გლეხი და 10–მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წ. და 1721–24 წწ. გოსტაშაბაშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამული შემცირდა. რის გამოც ისინი XIX ს–ში წვრილ მფლობელებად გადაიქცნენ.
გერმანოზიშვილები: თავადთა საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილთა ერთ–ერთი განშტოება. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წ. ხარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გერმანოზ ქავთარის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები – საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო. მამულები ჰქონდათ აგრეთვე ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII ს. დასაწისში გერმანოზიშვილებს 150–მდე კომლი გლეხი და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ 1756 წ. რის შედეგად თანდწათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ მეჯინიბეთუხუცესის და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობები.
აბაშიშვილები: აბაშიშვილების შესახებ პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა წამოაყენა მოსაზრება. მისი აზრით, ალექსანდრე პირველმა „გაჰყარა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით, აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილები არიან“. თედო ჟორდანიამ აბაშიშვილების გენეალოგია XIV საუკუნიდან მომდინარედ მიიჩნია. ეს მოსაზრებები საფუძვლიანად დაარღვია გ. ჯამბურიამ. მან სამართლიანად მიუთითა,. რომ ყაფლანიშვილები და ორბელიშვილები ბარათაშვილებს გამოეყვნენ. XVI საუკუნეში, რაც შეეხება აბაშიშვილებს, მათ შესახებ საბუთები მხოლოდ XVIII საუკუნისაა. არც დოკუმენტები და არც ნარატიული წყაროები XVI–XVII საუკუნეში აბაშიშვილების მოღვაწეობის შესახებ არაფერს ამბობენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სააბაშაშვილო უკვე არსებობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სათავადო XVIII ს–ზე ადრე წარმოიქმნა გ. ჯამბურია, რატომღაც სააბაშიშვილოს XVII ს. მეორე ნახევარში უკვე არსებულად მიიჩნევს.
იოთამიშვილები: იოთამიშვილები თავიანთ გვარის სათავეს იღებენ იოთან ბარათაშვილისაგან. იოთამი 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს – ორბელს და ამ ნიადაგზე შექმნა საიოთამიშვილო, მაშინ საიოთამიშვილოს ტერიტორიაზე 80–მდე სოფელი მდებარეობდა 663 კომლი ყმით. დროთა ვითარებაში ეს გვარი დაკნინდა და 1721 წლის აღწერით 18 სოფელში მხოლოდ 90 კომლი ყმაღა ჰყავდათ.
ყაფლანიშვილები: თუ ქვემო ქართლში XV–XVI საუკუნეებში საბარათიანო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ერთეული იყო და ქვეყნის სხვადასხვა საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII–XVIII საუკუნეებში საყაფლანიშვილოს რჩება უპირატესობა. საყაფლანიშვილო თავის არსებობას იწყებს 1536 წელს. ამ წელს იოთამ ბარათაშვილი და ორბელ ბარათაშვილი გაიყარნენ და შეიქმნა ორი სათავადო – იოთამიშვილებისა და ორბელიშვილ–ყაფლანიშვილებისა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ეშიკალსაბაშის, ქართლის მდივანბეგის, სახლთუხუცესის, საბარათიანოს სარდლის სახელოები. საყაფლანიშვილომ, როგორც სათავადომ, არსებობა შეწყვიტა საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე, საყაფლანიშვილო მამულად იქცა ყაფლანიშვილები კი მემამულეებად.
ყაფლანიშვილების აზნაურები: კოკონაშვილები, ჩაჩიკაშვილები, დორათაშვილები, გულიზაშვილები, მაჭავარიანები, გოგიტაშვილები, ეღელიშვილები, მკერვალიშვილები, ფრანგიშვილები, ყაითმაზიშვილები, ბაგრატიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, გოგოლაშვილები, ძვალიყლაპიაშვილები, რევაზიშვილები, ბინიაშვილები, ავთანდილაშვილები, ოლუზაშვილები,ბუჭყიაშვილები, ხანდამაშვილები, ბლორძელები, ღრეულაშვილები, ჯომარდიძეები, ტერტერაშვილები, ჩიკოიძეები და კარგარეთელები.
-
თავდგირიძე
-
თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...
ჩიჩუა
-
ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.
ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.
როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ...
გეგიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
ამილახვარი
-
ამილახვრები
თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან ...
ბახუტაშვილი
-
„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ...
ქავთარაძე
-
ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.
XII–XIII ...
ჭილაშვილი
-
ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან ...
გაბუნია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
-