50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან მოსულს ცხენის მებაჟეობა“.

სერგეი გაბრიელის ძე ჭილაშვილი (1803–1864) გენერალ–მაიორი, შემახის სამხედრო გუბერნატორი.

 იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790–1838)  – სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820–1830–იან წლების საქართველოს პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურიდიული განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის, 1821 წლიდან იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი და სხვა), 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას, იგი თაივს დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ მეტყველებს ავტორის ღრმა იურიდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე ი. ჭილაშვილს ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული თხზულებები... იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.

 გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762–1818) – ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი, მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და იმის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, გ. ჭილაშვილს რუსთა წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა, გ. ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ.

 გაბრიელ ჭილაშვილი მამაა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების.

 




დადეშქელიანი

დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...


საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა

სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში. 
ერთიანი საქართველოს სახწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური მონარქიის

მეჭურჭლეთუხუცესი

სახელმწიფოში მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) სამეფო ხაზინას (საჭურჭლეს) განაგებდა და ყველა საფინანსო საქმეს ელმძღვანელობდა. დიდი უფლებებით აღჭურვილი ვაზირი ქალაქების ეკონომიკასა და ვაჭრობასაც მართავდა. მისი მოადგილე საჭურჭლის ნაცვალი იყო. მას ემორჩილებოდნენ: ქალაქის ამირანი „მეჭურჭლენი ...


ვეზირიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...


ბარათაშვილი

ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...


აფაქიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...


ჩიჯავაძეთა სათავადო

ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...


მიქელაძე

მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი. 

თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ვაკის თავადი ...


საქართველოს ფეოდალური იერარქია

ფეოდალური იერარქია საქართველოში არსებობდა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქიდან, რომელიც იყოფოდა ორ ძირითად ჯგუფად: თავადები და აზნაურები. თავადები წარმოადგენდნენ ფეოდალთა უმაღლეს ჯგუფს. რომელთაც ეკუთვნოდათ საკუთარი სამფლობელო-სათავადო. სათავადოები წარმოიშვა XV ს-ის ბოლოს, ერთიანი ...


აბულაძე

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...


ალექსიშვილი

აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.

 ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე ...