საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა
-
სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში.ერთიანი საქართველოს სახეწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური მონარქიის პირობებში, დასრულებული სახე მიიღო.
უზენაეს ხელისუფალს წარმოადგენდა მეფე, რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. მეფესთან არსებობდა ფეოდალთა სათათბირო ორგანო – დარბაზი. იგი დიდებულ ერისთავთა და ადგილიბრივ გამგებელმოხელეთა დაწესებულება იყო. დარბაზის სხდომებზე, ანუ „დარბაზობაზე“, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები წყდებოდა: საკანონმდებლო, ომის გამოცხადება დაზავება, დიდ ხელისუფალთა დანიშვნა და სხვ. ეწყობოდა საზეიმო სხდომებიც, რასაც „დიდი დარბაზობა“ თავმჯდომარეობდა. დავით აღმაშენებლის მიერ იქმნება პირველი ვაზირის – მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო. დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, სამეფო ხელისუფლების მმართველობითი აპარატი იზრდება და თანდათანობით იხვეწება. ყალიბდება მეფესთან არსებული მმართველ– განმკარგულებელი ორგანო – სავაზირო – თავისი სამოხელეო აპარატით. ერთიანი ცენტრალიზებული სამეფოს ხანაში საქართველოს საქართველოს მართვა – გამგეობა სწორედ სავაზიროს საშუალებით ხორციელდებოდა. ეს იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს მთავრობა, რომლის თითოეულ წევრს გარკვეული უწყება ებარა და რომლითაც მეფე ეთათბირებოდა უმნიშვნელოვანესი სათათბირო საქმეების გადაწყვეტისას.
სამეფოს უმაღლესი თსანამდებობის პირები (მინისტრები) არაბული ტერმინოლოგიით ვაზირებად იწოდებოდნენ. თამარ მეფემ ახალი ვაზირის – ათაბაგის – თანამდებობა შემოიღო. რუსუდანის მეფობის დროს, მსახრთუხუცესიც ვაზირის რანგში აიყვანეს. საქრთველოს სამეფოს სავაზირო, ჩამოყალიბებული სახით, საბოლოოდ, შედგებოდა: მეჭურჭლეთუხუცეს – ჭყონდიდელის, ათაბაგის, ამირსპასალარის, მანდატურთუხუცესის, მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესისაგან. ვაზირთაგან მწიგნობართუხუცესი – ჭყონდიდელი მეფის შემდეგ პირველი პირი და მთავრობის მეთაური იყო; დანარჩენები, შესაბამისი საპატიო სახელოების მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდანტურთუხუცესი შეადგენდა „სამ ვაზირთა“ ჯგუფს, რომელიც უფრო მაღლა იდგა „ორ ვაზირთა“ ჯგუფზე – მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახრთუხუცესის შემადგენლობით. ყველა ვაზირს, ათაბაგის გარდა, თავისი განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა. ისინი სხვადსხვა რანგის მრავალრიცხოვან მოხელეთა შტატისაგან შემდგარ განსაკუთრებულ უწყებებს ხელმძღვანელობდნენ.
ქართული სამოხელეო აპარატი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: „დარბაზის რიგის“ მოხელენი რომლებიც სამეფო კარზე მსახურობდნენ, რითაც ცენტრალურ აპარატს ქმნიდნენ და მეორე „საქვეყნოდ გამრიგენი“ ანუ ადგილზე დანიშნული მოხელენი, რომლებიც ცენტრის ნება – სურვილს აღასრულებდნენ სხვადსხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საქართველოს ძლიერების პერიოდის სახელმწიფოს საზღვრებში არაქართული ტერიტორიებიც შემოდის. იქმნება მათი მართვის სისტემაც: სამეფო ტახტი ერთ ნაწილს უშუალოდ იერთებდა, ქვეყნის ფარგლებში აქცევდა და ისე მართავდა; მეორეს ყმადნაფიცისა და მოხარკის მდგომარეობაში აყენებდა.
-
ანთაძე
-
აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. ...
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
ლიონიძე
-
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
ბაქრაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...
ჭავჭავაძეების გვარის ისტორია
-
ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.
ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა ...
მაჭუტაძე
-
გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.
მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
ბოსტაშვილი
-
„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...
ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ...
-