ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს და სხვ. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვდრო სახელად მიიღეს ქიზიყის მოურაობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურაობაც, მარტყოფის მოუარავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოველის მებატონე ანდრონიკაშვილებისაგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბიშვილების და აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. XVIII ს. ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების მოურავები და ქართლ–კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის მმართველებიც არიან. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე; ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდის და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. ანდრონიკაშვილებს შორის იყვნენ კათოლიკებიც.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:
ანდრონიკაშვილი აბელ. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლოს და XVIII ს. I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი. დაწინაურდა კახეთში ბეჟან–ხანის მმართველობის დროს. აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I–ის ქალიშვილი ქეთევანი. 1729 წ. დაიწყო ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ–ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა. 1735–36 წწ. იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს, ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში გაწვევის შემდეგ აბელი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს.
ანდრონიკაშვილი თამაზ. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახევარში ქიზიყის მოურავი. იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ. აღადგინა ციხესიმაგრეები. გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა ძველ საცხოვრებელ ადგილებში. 1617 წ. შაჰ–აბას I–ის ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას.
ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII ს–ის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი, 1746 წ. ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ–შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1746 წ. ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–49 წწ. თავი გამოიჩინა აბდულ–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II–ის ერთ–ერთი მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II–ის ბრძანებით 1754 წ. დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1759 წ. ერეკლემ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.
ანდრონიკაშვილი მალხაზ (მელქისედეკ). ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში. სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II–ის ქალის – ელენეს ასული მაია, სოლომონ II–ის და, მათხოჯის ბრძოლაში (1789 წ.) დაამარცხა სოლომონ II–ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა ანდრონიკაშვილი საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოში უბოძა მამული. იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II–ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წ. ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათოლიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმრთებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.
ანდრონიკაშვილი პაატა. ქართლ–კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე. ერეკლე II–ის ერთგული თანამებრძოლი. VIII ს. 60–იან წლებში ერეკლე II–მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის ა რმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 წ. ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა. ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II–ის თაოსნობით დაიწყო.
გურანდუხტ ანდრონიკაშვილი
-
ალექსიშვილი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.
ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე ...
გუნცაძე
-
იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს ...
გაწერელია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.
ლევან ბერაია
გარსევანიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ...
ჯორჯაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...
ლიონიძე
-
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
ამაშუკელი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.
ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ჭავჭავაძეების გვარის ისტორია
-
ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.
ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა ...
გოშაძე
-
გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ ...
ანჩაბაძეთა გვარის ისტორია
-
ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.
როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს ...
-