ქსნის-ერისთავი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“
ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა მონითა“ მოვიდნენ დვალთა ქვეყანაში. დვალებმა ისინი მეფეებად არ სცნეს, ოღონდ თავშესაფარი მისცეს. მოსულებმა ფიცი დასდეს, რომ ისინი მეფეობას არ ინდომებდნენ და დასჯერდებოდნენ იმ სახელს, რომელსაც მათ დვალნი მისცემდნენ. დვალნი ამ პირობაზე დათანხმდნენ და „მისცეს ქუეყანა ბობალეთთა და უწოდეს ბიბილურნი“. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ როსტომმა მეფობა მოინდომა, მაგრამ დვალებმა გამოაძევეს „როსტომ და ყოველნი ძმანი და მონანი მისი“.
დვალეთიდან როსტომი ცხრაძმის ხეობაში ჩადის და ცხრა ძმისხეველებს სამხედრო დახმარებას უწევს. ცხრაძმისხეველები დაუმადლიან როსტომს შველას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, „არა განვიშორით, ჩვნგან ამიერითგან კაცი ესე გოლიათი, არამედ უყოთ ყოველთუ რაიცა უნდეს მას“, როსტომსა და მის ძმებს უწოდეს „ქვენიფლეველნი, რამეთუ სხვათა სახელი არ ინებეს“. „მოკვდა როსტომ დაჯდა ერისთავად ძე მისი ლარგველი“... და მოკუვდა ლარგუელ და დაჯდა ძე მათი დიმიტრი“.
გადმოცემით ქსნის ერისთავი პირველად შვიდი ხეობისაგან შედგებოდა და ატარებდა ცხრაძმის საერისთავოს სახელს, ხოლო ერისთავებს ცხრაძმისხევის ერისთვები ეწოდებოდათ.
შემდეგში საერისთაოს საზღვრები საგრძნობლად გაფართოვებულა და დავით ერისთავის დროს (1753–1774) ქსნის საერისთავოს სამფლობელოში შევიდა: ქსნის, ალევის, საფერშეთის, ჭურთის, ქარჩოხის, ჟამურის ხეობები, მაღრან–დვალეთის სანახები, ლეხურის ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქოლოთ–ქვითკირის ისროლის, მეჯუდის, წრომის, პატარა ლიახვის ხეობები და გვერდის ძირი.
ქსნის ერისთავთა აზნაურები იყვნენ: ღოლაძეები, თულაშვილები, ჩუბინიშვილები, გარაყანისძეები, იმერლიშვილები, მამულაშვილები, ჟურულები, ფიცხელაშურები, ფურცელაძეები, მაჭავარიანები, ჯაფარიძეები, ხრისელები, ლონგულაშვილები, ჩერქეზიშვილები, ტატიშვილები, ხმალაძეები, უთნელიშვილები, ფავლენიშვილები, ალექსიშვილები, ბასილაშვილები, ძამელაშვილები, კობახიძეები, მახატელები, ბეგიაშვილები, კაჭკაჭიშვილები, ელისაშვილები, აბელაძეები.
ლევან ბერაია
-
რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...
საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა
-
სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში.ერთიანი საქართველოს სახეწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური მონარქიის
გოშაძე
-
გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ ...
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
გეგიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ბაგრატიშვილი
-
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...
ჩიჩუა
-
ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.
ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.
როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ...
ცქიტიშვილი
-
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, ...
ჯაიანი
-
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...
ჭიჭინაძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, იმერეთის და სამეგრელოს და აგრეთვე ტახტის აზნაურები.
ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან ...
-