თავდგირიძე
-
თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა თავდგირიძეები, რომელთაგან პირველი XIV ს. ხოლო მეორე XV ს. მოღვაწე უნდა იყოს.
თავდგირიძეთა გვარის გურიაში გადმოსახლება უნდა მომხდარიყო XVII საუკუნის შუა წლებში, იმ დროს, როდესაც ვახუშტის თქმით, გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი“ სამცხისა, ხოლო რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა“ ილტვოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას და სხვაგან.
სამცხიდან მაჰმადიანთაგან ლტოლვილი თავდგირიძეები აღნიშნულ პერიოდში მკვიდრდებიან გურიაში, მათი პირველი წარმომადგენელნი გიორგა და მირზაბეგ თავდგირიძეებია, რომელთაც პირველად ვხედავთ აქ XVII საუკუნის მეორე ნახევარში. გურიაში ახლად დამკვიდრებულ თავდგირიძეთა წინსვლის აუცილებელი პირობა სამთავრო სახლთან დაახლოება იყო. სწორედ ამ მიზნით გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო ქაიხოსრო I–ის ასული და გიორგი III გურიელის და დარეჯანი. გურიელთან კეთილგანწყობილებაში მყოფი თავდგირიძეები სათავადო ადგილ–მამულს იძენენ და მალე წინაურდებიან.
თავდგირიძეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ სამთავროში მათ მაღალი თანამდებობები ეჭირათ: თავდგირიძეების ხელთ იყო ბოქაულთუხუცესობა. ამ სახელის გარდა თავდგირიძეებს ჰქონდათ მეორე დიდი თანამდებობა – სარდლობა. გურიის სამთავროში ერთსა და იმავე დროს ორი სარდალი იყო: ერთი გურიის ერისთავთა სახლიდან, მეორე – თავდგირიძეთა საგვარეულოდან. ჩანს, ეს სამთავრო ორ სასარდლოდ იყო დაყოფილი. მამია V გურიელის დროს თავდგირიძეებს ჰქონდათ მესამე დიდი სახელო – მდივანბეგობაც.
გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ თავდგირიძეთა სათავადოც ადმინისტრაციულად გაუქმდა.
თავდგირიძეთა აზნაურები: დათუნაიშვილები, ურატაძეები, მგელაძეები, იობიშვილები, შალიკაშვილები, ჯაყელები და სხვ.
ლევან ბერაია
-
გარსევანიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ...
ზედგინიძე
-
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა ...
ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...
გეგიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
ბაზლიძე
-
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...
ჯაყელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...
ასათიანი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი ...
გელოვანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და ...
შელია
-
აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.
ისტორიულად შელიები თავადებიც ...
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
-