ჩარკვიანი
-
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს აზნაურ ჩარკვიანებსაც.
როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში გადასულან.
1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.
ლევან ბერაია
-
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
ზედგინიძე
-
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა ...
იაშვილი
-
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. ...
გვერდწითელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...
გამსახურდია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. ვახტანგ VI–ის ამალაში იხსენიება აზნაური გამსახურდია. როდესაც ის რუსეთში წავიდა. ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის მხარეზე მსახურობდა პოლკოვნიკი გამსახურდია.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ტფილისის მიტროპოლიტი იყო პავლე ...
ამირსპასალარი
-
ამირსპასალასალარი, ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონასპას, საფეოდალოებიდან გამოყვანილ ლაშქარს და დაქირავებულ რაზმებს.
გამუდმებულ საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის ამორსპასალარის თანამდებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ლაშქრობის დროს ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ჩოლოყაშვილი
-
ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...
ამაშუკელი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.
ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ...
-