ბაქრაძე

დეტალურად

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ჩემისა მონებისაგან“. 1772 წლის სიგელში ვკითხულობთ: „…ძველთაგან ალავერდელის აზნაურიშვილები ყოფილან ეს ბაქრაძეები და მსახურნი“.

 შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

ლევან ბერაია