50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ლუარსაბ ქაიხოსროს ძე
ყიფიანი

ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი (1852 - ? ) - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში რომ ყოფილიყო, ბევრ მამულის მტერ თათარსა და ლეკს თავს ზარს დასცემდა თავის ვაჟკაცური შეხედულებით და მამაცობით. მაგრამ ეხლა ისიც დაჩაგრულ, განიორწყლებულ გლეხ-კაცებს სულთა-მხუთავსავით აშინებს და აფრთხობს. ხაშურსა და სურამს ორი თუმანი არა ჰყოფნის; სკოლის ხსენება ჭირისავით ეჯავრება. ამან რომ მოინდომოს, ქვიშხეთში კი არა ღორნაკალზე გააკეთებინებს ქვიშხეთელებს კარგ სკოლასო...".

 საპასუხო წერილში ლუარსაბ ყიფიანი თავს იმართლებს: ქვიშხეთში სკოლის გასამართად დიდი შრომა მაქვს გაწეული, მაგრამ თვითონ მოსახლეობაა ამ საქმისადმი უიმედოდ განწყობილიო...

 1893 თუ 1894 წელს ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში, - მისი ერთერთი ქალიშვილის ქორწილში, - ნამყოფია ილია ჭავჭავაძე

 1888 წლის აგვისტოში, სურამში, ლუარსაბ ყიფიანს ჩხუბში კაცი (სპირიდონ მაჭავარიანი) შემოკვდომია.

საშვილიშვილო მოკვაშირე დიმიტრი ყოფიანი. თბილისი 2007
 

ტახტის - აზნაური (ქართლი)



ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი იოსების ძე
გვარი
ლორთქიფანიძე

ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე ლორთქიფანიძე, მაიორი. ეკატერინე ჭავჭავაძის მდივანი, შემდეგ - სამეგრელოს სამთავრო მამულების მოურავი. კორნელი ბოროზდინი მას უწოდებს "დედოფლის ტალეირანს".


ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
გვარი
ჭავჭავაძე

ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».

 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...


აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.

  დაიბადა 1806 წ. (1833 წლის ...


ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
აბელ თამაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...


ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვლადიმერის ძე
გვარი
ადლერბერგი

ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (1818-1888) - ნიკო დადიან-მინგრელსკის სიმამრი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის მონარქს. იყო ...


ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
ასლან ლუარსაბის ძე
გვარი
ვაჩნაძე

ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას.

 კახეთის აჯანყებაში ...


ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე

გვარი
ავალიშვილი
სხვა სახელი, გვარი
ზურაბ ავალოვი
დაბ.-გარდ. თარიღები
1875-1944

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ...

ფოტო
ზურაბ ავალიშვილი
ზურაბ ავალიშვილი

ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე

გვარი
ბალანჩივაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1862 - 1937

მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ...

ფოტო
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ

ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ედიშერ ივანეს ძე
გვარი
ჯანდიერი

ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას ...


ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...


ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი

კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...

ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია

იური ჩიქოვანი

სახელი, მამის სახელი:
იური კონსტანტინეს ძე
გვარი
ჩიქოვანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1937-2018

იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად