50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ჯოლიები)“.

ლევან ბერაია

 ჯოლიები




აბულაძე

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...


გურიელი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...


გაბაშვილი

აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).

 გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ლიტერატურულ ...


მუსხელიშვილი

ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...


ენიკოლოფაშვილი

ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...


ყარაშვილი

ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...


მაჭავარიანი

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...


დგებუაძე

დგებუაძეები - ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.

 „დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო ...


ხერხეულიძე

ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...


ანანიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...


აფაქიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...


აგიაშვილი

ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.

 XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში ...