ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე თეიმურაზთან, ალექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მაგრამ ეს საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღამაჰმადხანის შემოსევისას. ყარაშვილებმა წარადგინეს დარეჯან დედოფლის მოწმობა და მათ დაუმტკიცეს აზნაურობა, ყარაშვილების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ლევან ბერაია
-
ბროძელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...
ნაკაშიძე
-
ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი ...
გამსახურდია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. ვახტანგ VI–ის ამალაში იხსენიება აზნაური გამსახურდია. როდესაც ის რუსეთში წავიდა. ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის მხარეზე მსახურობდა პოლკოვნიკი გამსახურდია.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ტფილისის მიტროპოლიტი იყო პავლე ...
გეგიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...
ფალავანდიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. (თავადნი ქართლში და აზნაურნი დასავლეთ საქართველოში). ესენი იყვნენ მოსახლენი, პირველ ნახჩევანის ნაწილსა შინა ყრინჯაქად წოდებულსა და სცხოვრობდნენ მუნ ქრისტეს აქეთ 1184–სა, ხოლო უკანასკნელ ამათი წინაპარი სიავკაცისა გამო მეფემან სომეხთამან გამორეკნა და მოვიდნენ ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
ასათიანი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
ფაღავა
-
ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ...
ბებუთაშვილი
-
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...
ჩიჯავაძეთა სათავადო
-
ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...
-