ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- ავალიშვილი
- ზურაბ ავალოვი
- 1875-1944
-
ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1918 წ-დან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ზ. ავალიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ი. ჭავჭავაძის თანამოაზრის - დავით ავალიშვილის ოჯახში დაიბადა. დედა - ოლღა ედუარდის ასული, კავკასიაში ცნობილი ექიმის, წარმოშობით შვედი ედუარდ ჰოლმბლატის ქალიშვილი იყო. ოჯახურმა ტრადიციებმა, სკანდინავიურ-გერმანულმა გენებმა და საქართველოში, ქართულ გარემოში აღზრდამ იმთავითვე განაპირობა ზ. ავალიშვილის საზოგადოებრივი პროფილი - ქვეყნის ბედ-იღბლისადმი რეალისტური, წმინდა ევროპული, დინჯი მიდგომა. თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1895 ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1900 პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა „Присоединение Грузии к России“ (1901) ოქროს მედალი დაიმსახურა. ნაშრომი პეტერბურგში 1906 მეორედ გამოიცა. პროფ. ნ. მ. კორკუნოვმა ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა. საჭირო საარქივო მასალების გასაცნობად, ზ.ავალიშვილი პარიზში მიავლინეს. 1903 წ-ის მაისში მან მონაწილეობა მიიღო პარიზში დაარსებულ გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში. 1903 პეტერბურგში დაბრუნდა და როგორც უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სახელმწიფო სამართალში ლექციების კითხვას შეუდგა. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.
1917 წ-ის თებერვლის რევოლუციას ზ. ავალიშვილი პეტერბურგში შეხვდა. დროებითი მთავრობის არსებობის პირველივე დღეებში ზ. ავალიშვილმა რამდენიმე ეროვნული საქმის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე, ი. ჯავახიშვილთან ერთად, მას რუსეთის სინოდის ობერპროკურორთან საათნახევრიანი პაექრობა ჰქონდა. მეორეც, პეტერბურგის კინოთეატრ „ელიტში“ იგი ქართველთა ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებას თავმჯდომარეობდა, სადაც ი. ჯავახიშვილმა თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე მოხსენება წაიკითხა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას (1918) პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობამ, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში მოხვედრამ (1921) ზ. ავალიშვილს საშუალება არ მისცა, თბილისში ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გამხდარიყო, თუმცა მიწვევა ი. ჯავახიშვილისგან მას იმთავითვე ჰქონდა მიღებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე, 1918, ზ. ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. მან ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ შულენბურგი უწევდა), რომელიც 1918 წ-ის 22 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადმოუგზავნა. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ეს ტექსტი იმავე წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომამ დაამტკიცა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზ. ავალიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში კონსულტანტად მიიწვია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ზ. ავალიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი იყო. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობის განმტკიცებაში. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ ცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წ-ის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება, რის გამოც საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წ-ის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“. 1918 წ-ის გაზაფხულიდან, ზ. ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გერმანიაში იმყოფებოდა. მისი მეუღლე - მაია ფოგტი - გამოჩენილი ქართველოლოგის, ოსლოს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჰანს ფოგტის ახლო ნათესავი იყო. 1919 ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, პარიზის კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ზ. ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტი გახდა. იგი საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944) მოღვაწეობდა. ემიგრაციის წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან თანამშრომლობდა. 1941 მისი მონაწილეობით მიუნხენში „ქართული სამოკავშირეო შტაბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანი საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან საქართველოს გათავისუფლება იყო. აქტიურად მონაწილეობდა „ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის“ შექმნასა და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ (1942) დაარსებაში. ზ. ავალიშვილი მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი იყო და პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძესთან ერთად მუშაობდა. ზ. ავალიშვილი ქალაქ შვანდორფში (ბავარია) გარდაიცვალა. 1994 მისი ნეშტი გერმანიიდან თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
ლელა სარალიძე
-
ზურაბ ავალიშვილი -
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). ...
- ფოტო
-
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- არჩილ გულბაათის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1841 - 1902
-
ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.
1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს
- ფოტო
-
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
იური ჩიქოვანი
- სახელი, მამის სახელი:
- იური კონსტანტინეს ძე
- გვარი
- ჩიქოვანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1937-2018
-
იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ...
ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
-
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. (1854-1941). დამთავრებული ქონდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამხედრო ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დრობა" სთან. ქუთაისის ...
- ფოტო
-
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მალხაზ თეიმურაზის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...
- ფოტო
-
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გულქან დიმიტრის ას.
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).
ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...
ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- აბელ თამაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...
არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მოსე ზაქარიას ძე
- გვარი
- არღუთინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1797 - 1855
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...