50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს და სხვ. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვდრო სახელად მიიღეს ქიზიყის მოურაობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურაობაც, მარტყოფის მოუარავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოველის მებატონე ანდრონიკაშვილებისაგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბიშვილების და აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. XVIII ს. ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების  მოურავები და ქართლ–კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის მმართველებიც არიან. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე; ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდის და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. ანდრონიკაშვილებს შორის იყვნენ კათოლიკებიც.

  ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:

  ანდრონიკაშვილი აბელ. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლოს და XVIII ს. I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი. დაწინაურდა კახეთში ბეჟან–ხანის მმართველობის დროს. აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I–ის ქალიშვილი ქეთევანი. 1729 წ. დაიწყო ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ–ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა. 1735–36 წწ. იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს, ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში გაწვევის შემდეგ აბელი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. mediafirewall ანდრონიკაშვილი - გვარის ისტორია

 ანდრონიკაშვილი თამაზ. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახევარში ქიზიყის მოურავი. იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ. აღადგინა ციხესიმაგრეები. გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა ძველ საცხოვრებელ ადგილებში. 1617 წ. შაჰ–აბას I–ის ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას.

 ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII ს–ის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი, 1746 წ. ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ–შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1746 წ. ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–49 წწ. თავი გამოიჩინა აბდულ–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II–ის ერთ–ერთი მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II–ის ბრძანებით 1754 წ. დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1759 წ. ერეკლემ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.

 ანდრონიკაშვილი მალხაზ (მელქისედეკ). ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში. სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II–ის ქალის – ელენეს ასული მაია, სოლომონ II–ის და, მათხოჯის ბრძოლაში (1789 წ.) დაამარცხა სოლომონ II–ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა ანდრონიკაშვილი საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოში უბოძა მამული. იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II–ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წ. ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათოლიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმრთებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.

 ანდრონიკაშვილი პაატა. ქართლ–კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე. ერეკლე II–ის ერთგული თანამებრძოლი. VIII ს. 60–იან წლებში ერეკლე II–მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის ა რმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 წ. ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა. ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II–ის თაოსნობით დაიწყო.

გურანდუხტ (გურანდოტ) ანდრონიკაშვილიგურანდუხტ ანდრონიკაშვილი



შელია

აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.

 ისტორიულად შელიები თავადებიც ...


ქავთარაძე

ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...


წერეთელი

თავადი წერეთლები.

წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...


ამილახორი (ანუ ამილახვარი)

ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.

 დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი ...


აბდუშელიშვილი

 აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით სამეფო აზნაურები.

 საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.

 სოლომონ I–მა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ...


ენიკოლოფაშვილი

ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...


ბაგრატიშვილი

აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...


ფურცელაძე

ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის საბატონოსშვილოსა ...


ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...



ცხინვალის მოსახლეობა მე-19 საუკუნეში

ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების და დგვრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით.

- ა -

1. აბულაძე (აზნაური)

2. ავალიანი (აზნაური)

3. ავალიშვილი

4. ამილახვარი (თავადი)

5. აღასიაშვილი

- ბ -

1. ბაბუციძე

2. ბარათაშვილი

3. ბედიანიძე

4. ...


ადგილობრივი მმართველობის სისტემა

ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ...