ზაალ კობიაშვილი

0.000
დეტალურად

ზაალ კობიაშვილი – მთიულეთის მოურავი. ფარნაოზ ბატონიშვილის ამალიდან. 1804 წელს 29 ოქტომბერს დააპატიმრეს ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად. ციციანოვის ბრძანებით დაპატიმრებული ზაალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვედროდა დაპატიმრებულ სხვა 12 აჯანყების მონაწილეს.

 1807 წელს ჩაიყვანეს პერმში. გადასახლებაში “უსაქმობისათვის მოიგონა “დაუჯდომლის” გადმოწერა”. გადაწერა დაუჯდომელი და ამავე დროს წერა-კითხვა ასწავლა კონდოლელ გოგია ალადაშვილს, სვიმონ ქობულოვის ყმას, რომელიც თავის ნებით გადაჰყვა თავის ბატონს გადასახლებაში.

 1811 წ. 8 სექტემბერს გამოიცა ბრძანება ზაალ კობიევის განთავისუფლების შესახებ. განთავისუფლებული “ზაალ მთიულეთის მოურავი და გიორგი ჭონქაძე წამოვიდნენ მანდა”. 1828. 28. V.