დეტალურად
სიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი (1794-1858) – სამაჩაბლოს ერთერთი ყველაზე დიდი ფეოდალი 19 საუკუნეში, ასევე ჰქონდა მამულები თბილისის მაზრის სოფ. ტაბახმელაში. იყო რუსიფიკაციის წინააღმდეგი საქართველოში, 1832 წლის აჯანყების მონაწილე, ჰქონდა ახლო მეგობარული ურთიერთობა გრიგოლ ორბელიანთან და გიორგი ერისთავთან.
ყავდა სამი მეუღლე: 1) თავ. ქეთევან აბაშიძე; 2) დარია ელიზბარის ას. ერისთავი (ქსნის); 3) მარიამ, პოლკოვნიკ გიორგის ამილახვარის ასული. სიმონ მაჩაბელი მამაა გიორგი მაჩაბლისა და პაპა – ვასილ და ივანე მაჩაბლების.
იური ჩიქოვანი – თავადი მაჩაბლები. თბ. 2009