მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და მსგავსი წარმონაქმნებისა არსებობა და ქართული სოფლის თავისებურებანი. მაგ., ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ერთ სამმართველო ერთეულს, ერთსა და იმავე სოფელში შეიძლებოდა მეფის, კათალიკოსის და სხვადსხვა თავადთა მამულების არსებობა; მათი ყმები, პირველ რიგში, თავიანთ ბატონებს ემორჩილებოდნენ, ამიტომ მმართველობის ადგილობრივი აპარატი შესაბამის მოწყობას მოითხოვდა.
სოფლად ადგილობრივ მმართველობას წარმოადგენდა: სარდალი, მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი, გზირი, ქემხა, ხოლო ქალაქად – ქალაქის მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი. ქალაქში მოურავი მთავარი მოხელე იყო და მას მეფე ნიშნავდა; თბილისის მოურავს დარბაზის სხდომაზე დასწრების უფლებაც ჰქონდა.
თავისებური ფორმა შეიძინა სამხედრო საქმის ორგანიზაციამაც. გვიანი შუასაუკუნეების ქართულ სამეფოებში მუდმივი ჯარის ინსტიტუტი აღარ არსებობდა. სამხედრო ორგანიზაცია სადროშოების პრინციპზე იყო დაფუძნებული, სამეფოები დაიყო სადროშოებად, რომლებიც სამხედრო–ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენდა (ეს რეფორმა თითოეულ ქართულ სახელმწიფოში გარკვეული თავისებურებებით გატარდა). სადროშოს სათავეში იდგა სარდალი, რომელიც სამხედრო საქმიანობიოს გარდა ადმინისტრაციული და სასამართლო ხასიათის ფუნქციებსაც ასრულებდა. მართალია, სარდალი ჯარის ხელმძღვანელს ნიშნავდა, მაგრამ გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში იგი არა მარტო სამხედრო, არამედ ადგილობრივი მმართველობის მოხელეც იყო; სწორედ სარდალია ადგილობრივი ადმინისტრაციის ყველაზე დიდი მოხელე.
-
ჩიჯავაძეთა სათავადო
-
ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
გეგეჭკორი
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.
დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
ნაკაშიძე
-
ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი ...
საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა
-
სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში.ერთიანი საქართველოს სახეწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური მონარქიის
მაჭუტაძე
-
გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.
მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...
ნიჟარაძე
-
ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი ...
ბაგრატიშვილი
-
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...
შელია
-
აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.
ისტორიულად შელიები თავადებიც ...
-