მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე
- მიხეილ სერგოს ძე
- მაჭავარიანი
- 1888 -
-
მიხეილ სერგოს ძე მაჭავარიანი - ქართველი სამხედრო მფრინავი. 1910 წელს დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში. პოდპრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1913 წელს პირადი მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა ყარსის ციხესიმაგრის საავიაციო ნაწილში დამკვირვებლის თანამდებობაზე. ამავე წლის ნოემბერში სწავლა განაგრძო გატჩინის საფრენოსნო სკოლაში. 1914 წელს დაიწყო ფრენის პრაქტიკის მიღება გატჩინის აეროდრომზე. დაამთავრა სკოლა სამხედრო მფრინავის ჩინით. მსახურობდა ქალაქ ლიდის (ვილნოს გუბერნია) საავიაციო ნაწილში. 1915 წლის აგვისტოდან მსახურობდა გენერალი რენნენკამფის დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო ნაწილში.
1916 წლის იანვარში გაგზავნეს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლის ზაფხულიდან იყო კავკასიის ფრონტის მე-2 საავიაციო რაზმის მეთაური. პირადად ჰყავდა ჩამოგდებული ორი თურქული სამხედრო-სადაზვერვო აეროპლანი (თვითმფრინავი).
1929 წლიდან ჯანმრთელობის გამო თავი დაანება სამხედრო ავიაციას. დაენიშნა პერსონალური პენსია. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ქართულ მთავრობაში.
- აზნაური (წარმოშვების მხარე უცნობია)
-
ბაგრატიონ-გრუზინსკაია გაიანე გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გაიანე გიორგის ას.
- გვარი
- ბაგრატიონი
-
გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ ...
ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
-
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. (1854-1941). დამთავრებული ქონდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამხედრო ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დრობა" სთან. ქუთაისის ...
- ფოტო
-
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1826) - გიორგი მეთორმეტის ეშიკაღაბაში; სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს".
სპარსთა ...
ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ედიშერ ივანეს ძე
- გვარი
- ჯანდიერი
-
ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას ...
წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პარმენ დომენტის ძე
- გვარი
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე დიმიტრის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- პავლე ციციანოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი ...
- ფოტო
-
პავლე ციციანოვი
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
-
სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ...
ბალანჩინი ჯორჯ
- გვარი
- ბალანჩივაძე
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ბალანჩივაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1904-1983
-
ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას ...
- ფოტო
-
გიორგი ბალანჩივაძე
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ