50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

გაიანე გიორგის ას.
ბაგრატიონი

გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ არის, რადგან დედა მისი პაპუა ანდრონიკაშვილის ასული ქეთევან გარდაიცვალა 1782 წ. წლის 2 ივნისს თეიმურაზზე მოლოგინების შემდეგ (თეიმურაზი კი დაიბადა 1782 წლის 23 აპრილს), ამიტომ უფრო სწორი ჩანს ოფიციალური ცნობა 1801 წლის 1 აპრილისა, რომლის თანახმად გაიანე 20 წლისად არის ნაჩვენები ამის მიხედვით ის დაბადებულა 1780 წ.

 1806 წლის სექტემბერში გენ–მაიორმა ნესვეტაევმა მიიღო გუდოვიჩის მიწერილობა – ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე გაეგზავნა თელავიდან მოსკოვს.

 1808 წ. თებერვალში ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე მოსკოვში არიან, ითხოვენ პენსიის მომატებას და მოსკოვიდან პეტერბურგში დასახლებას.

 გაიანე ბატონიშვილი იღებდა 900 მანეთს პენსიას წელიწადში. მისთვის როგორც გაუთხოვრისთვის ჩათვალეს, რომ ეს პენსია საკმარისია.

 1808 წ. 15 ივნისს გაიანე ბატონიშვილს, რომელიც თხოვდებოდა პოლკოვნიკ გიორგი ერისთავზე, სახელმწიფო საბჭომ დაუნიშნა მზითევი – 12000 მანეთი, იმ ოდენობისა, როგორიც ეძლეოდათ ფრეილინებს გათხოვებისას.

 გაიანე ბატონიშვილი 1808 წ. გახდა მეუღლე გიორგი იესეს ძე ერისთავისა  (სენატორისა) (1772–1863).

 გაიანე გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს, დასაფლავებულია იკორთის მონასტერში.

 დარჩა ვაჟი ზაქარია და ქალები ქეთევან და მარიამი. ქეთევანი გათხოვდა მამუკა ორბელიანზე, მარიამი გრიგოლ ერისთავზე. მისი ვაჟი ზაქარია ერისთავი, პოლკოვნიკი, მოკლეს ლეკებმა 1850 წ. 4 აგვისტოს ზაქათალიდან მუღანლოს გზაზე.




ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი

კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...

ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია

გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.

 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...


ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე მალხაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი, გვარი
ივანე მალხაზიჩად წოდებული

ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.

 ივანეს მამა - ...

ფოტო
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ილია ლაზარეს ძე
გვარი
ოქრომჭედლიშვილი
სხვა სახელი, გვარი
ილია სერებრიაკოვი

ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...


ციმაკურიძე სიმონ

სახელი, მამის სახელი:
სიმონ
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ციმაკურიძე

აზნაური სიმონ ციმაკურიძე - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ტობოლსკში 1813 წლის მაისიდან. 1818 წელს მანიფესტის გამოცემისას მისი გვარი არ იყო შეტანილი არც განთავისუფლებულთა და არც ...


ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
აბელ თამაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...


ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
ასლან ლუარსაბის ძე
გვარი
ვაჩნაძე

ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას.

 კახეთის აჯანყებაში ...


ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი ალექსანდრეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-გრუზინსკი
სხვა სახელი, გვარი
Irakli, son of Alexander Bagrationi

ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...

ფოტო
ირაკლი გრუზინსკი
ირაკლი გრუზინსკი

ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...


აბაშიძე გიორგი

სახელი, მამის სახელი:
გიორგი
გვარი
აბაშიძე

აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...


ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე

სახელი, მამის სახელი:
გაბრიელ ბაბანას ძე
გვარი
ჭილაშვილი

გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...


ციციშვილი გიორგი ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ვახტანგის ძე
გვარი
ციციშვილი
სხვა სახელი, გვარი
ხათა-გოგია

გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.

 გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე გიორგის ...


 
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად